დაათვალიერეთ მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი ტაძარი - Marao

დაათვალიერეთ მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი ტაძარი

2022-04-18 09:56:19+04:00


მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი ტაძარი - სასულიერო არქიტექტურა ყოველთვის მომხიბვლელია თავისებურად, ყველას აქვს თავის საიდუმლო, ყველას ერთმანეთისგან განსხვავებით გააჩნია რაღაც განსაკუთრებული იდუმალება და სილამაზე. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ და ულამაზეს ტაძრებს.

თეთრი ტაძარი ტაილანდში

ტაილანდი ეგზოტიკის მოყვარულთათვის რომ საყვარელი და საოცნებო ადგილია, ეს ცნობილია, თუმცა ტაილანდში არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს Wat Rong Khun-ია, იგივე ბუდისტური „თეთრი ტაძარი“, რომელიც ჩიანგრაის პროვინციაში მდებარეობს.

ეს სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარია, რომელიც ირგვლივ უამრავი შენობით, სკულპტურით არის შემოსაზღვრული. ტაძარი თეთრია და სარკისებრი მოზაიკით, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდას სისპეტაკეს.

თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა „რთულია“

ტაძარი სიმბოლურად ნირვანას წარმოადგენს, იქ მისაღწევად კი ჯოჯოხეთის კარიბჭის, წამების და ტანჯვის ბილიკის გავლა უწევს ადამიანს. ბილიკის ორივე მხარეს მუდარით გამოწვდილი ხელებია.

ამ ბილიკის გავლის შემდეგ შეგხვდებათ რახის ქანდაკება - მითების მიხედვით, ეს არის დემონი-გველეშაპი, რომელიც დაბნელების დროს მზეს ყლაპავს. ამის შემდეგ უკვე ხიდია პატარა ტბორზე, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ორი სამყაროს გამყოფ მდინარეს.

ამ ყველაფრის გადალახვის შემდეგ კი თეთრი ტაძარია. თუმცა უცნობია, რა ხდება ტაძარში, რადგან შიგნით ფოტოაპარატების შეტანა აკრძალულია. როგორც დამთვალიერებლები ამბობენ, ტაძარში ბუდას ქანდაკებებია. როგორც ამბობენ, ტაძრის მთავარ კედელზე წარწერებია ბოროტებისა და სიკეთის მარადიულ ომზე, ამ ყველაფერს კი თანამედროვე კომიქსების გმირები წარმოადგენენ. მაგალითად, იქ შეგიძლიათ იპოვოთ ნეო „მატრიციდან“, სუპერმენი და სხვა სუპერგმირები.

ოქროს ტაძარი

ოქროს ტაძარი მდებარეობს ინდოეთში. ეს საეკლესიო ხუროთმოძღვრული ნაგებობა აშენდა მე-16 საუკუნეში. მის გარშემო დიდი წყალსაცავია, რომელიც წმინდად ითვლება. ეს ტაძარი ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სალოცავია. გარედან შენობა ჰგავს თეთრ ოქროსფერ ლოტოსის ყვავილს. ქვედა ნაწილი დაფარულია მარმარილოთი, ხოლო ზედა - ოქროთი. ოქროს გუმბათი იწონის, სავარაუდო შეფასებით, დაახლოებით 400 კგ-ს. შიგნით არის 4 შესასვლელი, რაც სიმბოლოა სალოცავის ხელმისაწვდომობაზე ყველა რწმენის მქონე ადამიანისთვის. ისლამური და ინდუსური მოტივები ფანტასტიკურად ერწყმის შენობის დიზაინს, რის გამოც ტაძარს უნიკალური სახე აქვს. მას ახსოვს როგორც კარგი, ისე ცუდი მოვლენები, შეიარაღებული კონფლიქტები და არეულობების შემთხვევები.

ისლანდია, რელიქვია

ძლიერი, აბსოლუტურად ფანტასტიკური, რომელიც უხეშად აღწევს ცას. ლუთერანული ტაძარი, რომლის ნახვასაც ყველა ნატრობს. ტაძრის მშენებლობა დააპირეს 1937 წელს, თუმცა მშენებლობის დაწყება 1945 წლამდე ვერ მოხერხდა და მისი დაწყებიდან 41 წლის შემდეგ დასრულდა, 1986 წელს.

ინდოეთი ტაძარი მინაკში

ისტორია მინაკშის ტაძარზე დაკავშირებულია რომანტიკულ ლეგენდასთან: ერთხელ ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა უშვილო მეფე. ყოველთვის სთხოვდა ღმერთებს შვილს. ერთხელაც დაიბადა გოგონა, ოღონდ არა დედის მიერ, არამედ მსხვერპლთშეწირვის ცეცხლიდან. გოგონა დაიბადა სამი მკერდით. ბრძენებმა დაამშვიდეს შეშინებული მშობლები, უთხრეს, რომ მესამე მკერდი გაქრება მაშინ, როდესაც გამოჩნდება ღირსეული პრინცი და ისინი ეძებდნენ ღირსეულ პრინცს. როდესაც გოგონა გაიზარდა, შეხვდა ღმერთ შივას კაილას მთაზე და ტაძარი მიუძღვნეს მათ სიყვარულს.

ტიბეტი, ჯოკანგი

ტაძარი ჯოკანგი მდებარეობს ტიბეტში, ქალაქ ლხასაში. ტაძარი არის უძველესი ნაგებობა, ის 1400 წელს ითვლის. ტაძარი აშენდა ნეპალის პრინცესის სტუმრობის სახელზე.

ბროლის მეჩეთი

მალაიზიაში არის ბროლის მეჩეთი. სამლოცველო სტრუქტურა, შენობის გარდა, მოიცავს 4 მინარეთს, რომლებიც დამზადებულია აკურატული დიზაინით. ყველა მათგანი მინით არის დაფარული. დღის განმავლობაში მეჩეთი ლამაზად ანათებს მზეზე სხვადასხვა ფერში. ღამით ის ანათებს ხელოვნური შუქით. შუშის კონსტრუქციები კარგად გადმოსცემს შუქს. ის ააშენეს 2008 წელს რამდენიმე წელიწადში. შიგნით მსახურობს 1, 5 ათასამდე მრევლი.