ამაი თავის პატარა სკამზე იჯდა. თავსაბურავი სახის გარშემო ჰქონდა შემოხვეული. მისი დიდი თვალები ბავშვურ სულსა და დაღლილობას გამოხატავდნენ. ის ფიქრობდა დღეზე, როდესაც მისი ბავშვობა ძალადობრივად მოიპარეს.
„ახლა უკვე 13 წლის ვარ. 11-ის ვიყავი, როდესაც იძულებით დამაქორწინეს. ჩემი ქმარი მამაჩემზე უფროსი იყო“, - იხსენებს გოგონა.
ამაი იბრძოდა ქორწინების წინააღმდეგ, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რომელიც რელიგიისა და ტრადიციების ზეგავლენით ცხოვრობდა და მისი არჩევანიც ძალიან მცირე იყო.
ქმარი ხშირად სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მისთვის ამაი მეორე ცოლი იყო. ქმრის პირველი ცოლი ყოველთვის ეხმარებოდა, რის გამოც ორივე ერთად ისჯებოდა. ქალს მიჰყავდა ამაი კიბის ქვეშ, სადაც საათების და დღეების განმავლობაში ახერხებდნენ დამალვას.
ამაის ქმარი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ბრძოლას აპირებდა, ამაი კი ეუბნებოდა, რომ განქორწინებას მოითხოვდა. ამიტომ, ის სახლიდან გაიქცა და მამასთან დაბრუნდა, რომელიც თავის მეორე ცოლთან ერთად ცხოვრობდა.
2014 წლიდან დღემდე დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლი და ქვეყანა.
ამაი ერთ-ერთია იმ უამრავ გოგონას შორის, რომლებიც ირანში ძალადობრივი ქორწინების მსხვერპლნი გახდნენ. პატარა პატარძლები განსაკუთრებით ხშირად იდგნენ ძალადობისა და სიკვდილის რისკის წინაშე.
ტაისირმა ამაი მაშინ იპოვა, როდესაც გოგონა მამამ სახლიდან გამოაგდო და დახმარების მიღებას ქუჩაში ცდილობდა. სოციალურმა მუშაკმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ამაისთვის მზრუნველობა და სიყვარული მიეცათ.
ტაისირმა მას ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება გაუწია. მან მიიწვია ამაი ბანაკში მეგობრულ სივრცეში საცხოვრებლად. ასევე დაეხმარა მას, რომ დასწრებოდა გაკვეთილებს და მიეღო ახალი ტანსაცმელი.
”მე ასევე ვესაუბრები მის ოჯახს მომხდარზე, - თქვა ტაისირმა. - ჩვენ ვაწარმოებთ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ბანაკებში იმის შესახებ, თუ რატომ არის ადრეული ქორწინება ასე საზიანო გოგონას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
ამაის წინ გამოჯანმრთელების გრძელი გზა ელოდება, მაგრამ მან უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები.
”თავს კარგად ვგრძნობ ტაისირთან ერთად, - თქვა მან. - კარგად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ქორწინებაზე ვესაუბრები ხალხს. ვგრძნობ, რომ საუბარი ყველა ცუდ ემოციას აშორებს. ძალიან სევდიანი ვიყავი, მაგრამ ახლა თავს მოდუნებულად ვგრძნობ, სიმშვიდე ვიპოვე“.
ამაის სურს მასწავლებელი გახდეს და სხვა ბავშვებს დაეხმაროს. ის გაიქცა და გადარჩა, თუმცა მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომლებიც იმავე გზას ტაისარის მსგავსი ადამიანების დახმარების გარეშე გადიან.
„ჩებე წარმოადგენს აფრიკული სილამაზის სულს“ - ოზოუს ტომის უჩვეულო რიტუალი გრძელი და მბზინვარე თმის შესანარჩუნებლად
რა არის ტრადიციული უკრაინული „ვიშივანკა“ და როგორია მისი ისტორია? - უკრაინული კულტურა და ტრადიციები
რატომ ცვლიან ისინი ცოლებს ერთმანეთში და საიდან მოდის ეს ჩვეულება? - ჩუქჩების უჩვეულო ტრადიცია