არსებობს მოსაზრება, რომ გოგონები, რომლებიც ბავშვობაში წარმოუდგენლად ლამაზები იყვნენ, ასაკთან ერთად ნაკლებად შთამბეჭდავები არიან და ვისაც „უშნოებს“ ეძახდნენ, პირიქით, ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან. გავიხსენოთ "ყველაზე ლამაზი გოგონები", რომლებზეც სხვადასხვა გამოცემა უამრავს წერდა.
ლეა როუზი და ავა მარია
2020 წელს ლეა და ავა 10 წლისები გახდნენ და ისინი უკვე ნამდვილი ბლოგერები არიან - იღებენ საჩუქრებს, აქვეყნებენ რეკლამებს, აზიარებენ მოგზაურობის ამსახველ კადრებს, მოუწოდებენ ყველას, რომ გაუფრთხილდნენ ბუნებას და იყვნენ ყურადღებიანები თავიანთი და სხვების ჯანმრთელობის მიმართ.
დროთა განმავლობაში გოგონები უფრო საინტერესოები ხდებიან. საქმე, პირველ რიგში, მათ წარმოუდგენლად ლამაზ თვალებშია. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ავა, რადგან ასეთი გამოხედვის ნებისმიერ ჰოლივუდის მსახიობს შეშურდება.
ანასტასია ავერბუხი
ანასტიას უბრალოდ ფანტასტიკური თმა აქვს. მას "ისრაელის ყველაზე ლამაზი გოგონას" ტიტული 12 წლის ასაკში მიანიჭეს. მას შემდეგ ერთი დღეც არ გაჩერებულა, დედის, ნატალიას მხარდაჭერით აგრძელებს მოდის მწვერვალების დაპყრობას.
ანა პავაგა
მან დიდი ხანია აირჩია საკუთარი გზა და 8 წლის ასაკში ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "მე მივყვები ჯიჯის და ბელა ჰადიდებს და მინდა მათნაირი მოდელი ვიყო".
ამ საუბრიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ანა თითქმის არ შეცვლილა გარეგნულად, ის კვლავ ისეთივე ლამაზი და შესანიშნავია და ფოტოგრაფები მასთან მუშაობაზე გიჟდებიან.
ტილან ბლონდო
ჯერ კიდევ 2000 წელს 10 წლის ფრანგი ქალის, ტილან ბლონდოს გამოჩენამ Vogue Paris-ის ფურცლებზე ბომბის ეფექტი გამოიწვია - კარინე როიტფელდის ფოტოსესიაში ახალგაზრდა გოგონა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, თუმცა როიტფელდი ბავშვის ჟურნალის ფურცლებზე გამოქვეყნების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ტილანი დღემდე რჩება ძალიან ლამაზ გოგოდ, მაგრამ მოდელზე მეტად ბლოგერის სტატუსი შეეფერება.
9 "მის მსოფლიო" ადრე და ახლა - როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები წლების შემდეგ (ფოტოები)
ყოფილი მის ამერიკა თავის გვირგვინსა და სამაჯურს ყიდის - ნახეთ, რამ აიძულა მას ძვირფასი ნივთების დათმობა
მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონა, რომელიც Vogue-ის მოდელი გახდა, სტერეოტიპებს ამსხვრევს