რიგორი უნდა იყოს სააღდგომო სუფრა - დალილა ცატავას რჩევები - Marao

რიგორი უნდა იყოს სააღდგომო სუფრა - დალილა ცატავას რჩევები

2022-04-22 10:45:39+04:00


როგორი იყო და როგორია დღეს სააღდგომო სუფრის ტრადიციები - "დილის პალიტრის" სტუმარია საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცვატავა, რომელმაც სააღდგომო სუფრის ტრადიციების შესახებ ისაუბრა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაპეზი, რომელმაც შეცვალა სამყარო, იყო საიდუმლო სერობა. ამ დროს ქრისტემ ასწავლა კაცობრიობას, თუ როგორი თავმდაბალი უნდა იყოს ის.

ტრაპეზი ყველა კულტურისთვის დამახასიათებელია. ეს რიტუალია, ურთიერთობაა, რაც კარგად ჩანდა ჩვენს კულტურაშიც. საინტერესო იდიომური გამოთქმა გვაქვს, ტრაპეზს ხომ პურის გატეხა ჰქვია. ქრისტემაც ნაკურთხი პური გატეხა და ის გაუნაწილა სხვებს.

ყველა რეგიონში თითქოს ერთიანი კულტურა გვაქვს, მაგრამ განსხვავებები მაინც არის. გურულები ლელოს მართავდნენ; თბილისში, ორთაჭალის ბაღში, ყარაჩოხელები შილას ხარშავდნენ... მთელ საქართველოში იმართებოდა ჭონა. მიდიოდნენ ოჯახებში და ყველა აძლევდა მათ პასქებს, კვერცხებს... შემდეგ მიჰქონდათ ღარიბებთან, მრავალშვილიან ოჯახებთან.

თანამედროვე სამყაროში კვების ინდუსტრია დიდი ბიზნესია და საკრალიზაცია დაკარგა თითქოს ამ დღესასწაულმა. ბევრი აღარც კვერცხს ღებავს და არც პასქას აცხობს - გამზადებულს ყიდულობს. მთავარი აქ მაინც ის არის, რომ ყველას აქვს განცდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომ რაღაც ახალი იწყება."