"მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ვცდილობ, მხარე არ ვიყო, საზოგადოებას დიდი პატივისცემით ვეპყრობი..." - ნინო კასრაძე - Marao

"მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ვცდილობ, მხარე არ ვიყო, საზოგადოებას დიდი პატივისცემით ვეპყრობი..." - ნინო კასრაძე

2022-04-23 10:52:15+04:00


"მე ჩემი შეხედულებები მაქვს. ვცდილობ, მხარე არ ვიყო, მაყურებელს, საზოგადოებას დიდი პატივისცემით ვეპყრობი. დღეს გაჩერება ვერ წარმომიდგენია, რადგან სინათლეს და ბოროტებას შორის აღმოვჩნდი“

"გამოზაფხულდა, როგორი კარგი ამინდი, განწყობაა სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ რაღაც კარგი ხდებოდეს... აი, ამ არაჩვეულებრივ გაზაფხულის დღეებში, როდესაც ჩიტები ჭიკჭიკებენ, განწყობაც საოცარია, ევროპის შუაგულში, უკრაინაში, სასტიკი ომია! იმის მაგივრად, რომ დილიდან ბავშვები ბაღებში, სკოლებში გარბოდნენ, სტუდენტები - სასწავლებლებში, ან თუნდაც სამსახურში, იმის ნაცვლად, რომ სასიამოვნო განწყობა იყოს ქუჩებში, უკრაინაში სამშობიაროებს, თეატრებს ბომბავენ, ხალხი იღუპება, მილიონობით დევნილია... ათასობით ადამიანი სიკვდილის წინ თავისი ახლობლების წამებას, ტანჯვას, ტკივილს უყურებს... ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტკივილი, ეს არის მთელი მსოფლიოს, საქართველოს ტკივილი! ჩვენ ვიცით, რა არის ომი, ოკუპაცია, მსხვერპლი..." - ამ სიტყვებით დაიწყო აქცია-კონცერტი ცნობილმა მსახიობმა ნინო კასრაძემ.

11 აპრილს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უკრაინელმა და ქართველმა არტისტებმა უკრაინის მხარდამჭერი, სოლიდარობის ერთობლივი აქცია-კონცერტი და ტელემარათონი გამართეს. მარათონის მიზანი იყო რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება. კონცერტში მონაწილეობდნენ ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ჯამალა, ნინო ქათამაძე, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, სოფო ბათილაშვილი, ლიზი რამიშვილი, პაპუნა შარიქაძე, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი. სპეციალური სტუმარი იყო მაშა ეფროსინინა. მარათონს უძღვებოდა ნინო კასრაძე, რომელმაც ჩვენს კითხვებსაც უპასუხა.

- ქალბატონო ნინო, წარმოიდგენდით, რომ 21-ე საუკუნეში ამ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდით?

- 21-ე საუკუნე არ იყო 2008 წელი? წარმოვიდგენდი და აღარაფერი გამიკვირდება. შეიძლება ადამიანების ასეთ წამებას, ამდენ სისასტიკეს აღარ ველოდი, მაგრამ რომ დაბომბავდნენ, აშკარა იყო. ჩვენთანაც ხომ ასე იყო ყველაფერი! ნაკლები ხდებოდა? ყველაფერი კარგად გვახსოვს!

- საქართველოს ასე უჭერდა მხარს მსოფლიო?

- 2008 წელს გარკვეულწილად გვიჭერდნენ მხარს, მაგრამ მაშინ არ იყო ამდენი სოციალური ქსელი და არც მხარდაჭერა იყო ასეთი ფართომასშტაბიანი...გაგრძელება