გარდერობის შეცვლის სურვილთან ერთად ადამიანების უმრავლესობაში იღვიძებს სხეულის ფორმაში მოყვანის სურვილი. ზოგი ამაზე ზრუნვას ზამთრის არდადეგებიდან მოყოლებული ცდილობს, ზოგი კი ცოტა მოგვიანებით იწყებს. ამჯერად მოგიყვებით, როგორია ფინიკისა და იოგურტის დიეტა და რატომ გახდა ის ბოლო დროს ასეთი პოპულარული.
წონის დაკლების ეს აღმოსავლური მეთოდი განსაკუთრებით მოთხოვნადია რამადანის პერიოდში, როდესაც პროდუქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. კარგი ამბავი ის არის, რომ ამ დიეტისთვის ფაქტობრივად მხოლოდ ორი საკვები გჭირდებათ: ფინიკი და იოგურტი. საწყისი წონის მიხედვით, ამ დიეტის ერთი კვირით დაცვა დაგეხმარებათ 5-7 კილოგრამის მოშორებაში.
დასაწყისისთვის, მოდით გავარკვიოთ, რატომ ფინიკი და რატომ იოგურტი. თითოეული მათგანი შეიცავს 282 კკალ-ს ყოველ 100 გ-ზე. შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, რომ დიეტური კვებისათვის პოპულარული ქათმის კალორიული შემცველობა მერყეობს 230 კკალ-ზე.
კითხვის გაგრძელება...