მელანია ტრამპის 10 საუკეთესო "ლუქი" მას შემდეგ, რაც ცნობილმა დიზაინერებმა მისთვის ტანსაცმლის შექმნაზე უარი თქვეს - Marao

მელანია ტრამპის 10 საუკეთესო "ლუქი" მას შემდეგ, რაც ცნობილმა დიზაინერებმა მისთვის ტანსაცმლის შექმნაზე უარი თქვეს

2022-04-26 14:23:01+04:00

მელანიას ბედი კონკიას ზღაპარს ჰგავს: უბრალო გოგონა იუგოსლავიის პატარა ქალაქიდან, გახდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ცოლი და ყველაზე საკამათო პირველი ლედი. იგი არ აპირებდა თეთრ სახლში ცხოვრებას და, სავარაუდოდ, არც არასდროს მოსწონდა ეს. მელანიას არ დაუმთავრებია სორბონის უნივერსიტეტი, როგორც ჟაკლინ კენედიმ გააკეთა ეს; არც უნაკლო წარსული ჰქონია და არც გავლენიანი მშობლები ჰყავდა.

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა ტომ ფორდი და მარკ ჯეიკობსი, განაცხადეს, რომ არ იმუშავებდნენ ქალბატონ ტრამპთან. მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ მელანია გამოჩნდა ცისფერ სამოსში და კრიტიკოსებისგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

მალევე დიზაინერებმა პროტესტის ნაცვლად დაიწყეს მელანიასთვის სტილის შექმნა და პირველ ლედის მათთვის იმედები არცერთხელ არ გაუცრუებია. იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად და ელეგანტურობის სიმბოლოდ.

"მელანია წუთებს ითვლის განქორწინებამდე..." - სკანდალური წიგნი თეთრ სახლზე და ტრამპების წყვილის სიყვარულის ისტორია

 

როგორ გამოიყურებიან საცურაო კოსტიუმებში პრინცესები და პირველი ლედები (ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან მელანია ტრამპს)