უნდა დაიტოვოს თუ არა დედამთილმა შვილიშვილი? - Marao

უნდა დაიტოვოს თუ არა დედამთილმა შვილიშვილი?

2022-04-26 14:52:50+04:00


"ბავშვს ისევ არ იტოვებს", - წაიწუწუნა ჩემმა ერთმა მეზობელმა რამდენიმე დღის წინ, როდესაც დედამთილისგან მორიგი უარი მიიღო, შვილიშვილისთვის ღამის საათებში მიეხედა. "მეც დავიღალე, სამსახურიდან მოვედი და სხვა დროს წადით გასართობად, არაფერი გიჭირთ", - ასე გამოისტუმრა რძალი და ბებიის "მოვალეობის" შესრულებაზე უარი განაცხადა.

თუმცა არის კი ეს ბებიის მოვალეობა და ვალდებულები არიან კი ისინი, ყოველ პარასკევ საღამოს დაიტოვონ ბავშვები იმისათვის, რომ დედ-მამა გასართობად წავიდეს?

რძალ-დედამთილს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი ხშირად ეს თემაცაა, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ერთი მხარე ფიქრობს, რომ ის ბებიაა და რა მოხდა, თუ ბავშვს მიხედა; მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ სრულებითაც არ არის ვალდებული, შვილიშვილს მოუაროს, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ორივე მხარის გამართლება შეიძლება სხვადასხვა არგუმენტით, თუმცა პრობლემის გადაჭრა ადვილი სულაც არაა. არიან ქალები, რომლების მოწოდებაც პატარებზე ზრუნვაა და მათ მოვლაში ისინი დიდ სიამოვნებას ღებულობენ, არ აღიქვამენ ამას ვალდებულებად და პირიქით, ბედნიერები არიან, როდესაც შვილიშვილები მათთან არიან და თუნდაც ღამეს ატარებენ ერთად, უკითხავენ ზღაპრებს, თამაშობენ ეზოში, უყურებენ ტელევიზორს, აცხობენ გემრიელობებს და ალბათ, ამით ახალგაზრდობაში განცდილ გრძნობას, რომელიც შვილის გაზრდასთანაა დაკავშირებული, იბრუნებენ. ახალგაზრდობაში ხომ უმრავლესობას არ აქვს იმის დრო, რომ შვილთან დიდხანს იყოს, დროის დიდი ნაწილი სამსახურს მიაქვს, ამიტომ ბებიობის დროს მაქსიმალურად ცდილობენ აინაზღაურონ დაკარგული დრო და პატარასთან ურთიერთობით სიამოვნება მიიღონ.

თუმცა არსებობს მეორე კატეგორია. ქალები, რომლებიც ადრეულ ასაკში გახდნენ ბებიები, ისინი კიდევ მუშაობენ და აქვთ საკუთარი აქტიური პირადი ცხოვრება, რომელიც მეგობრებთან ერთად შეხვედრებით, მოგზაურობით, კითხვით და სხვადასხვა აქტივობით შემოიფარგლება...გაგრძელება