ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს ულოცავს:
„დღეს ის დღეა, როცა დედა გავხდი... 12 წლის წინ, 26 აპრილს - ედუ გავაჩინე. ადრე მიმაჩნდა, რომ სიტყვებით შემეძლო გამომეხატა ის განცდა, რაც ამ დღემ მაჩუქა. ახლა ვხვდები, სიჩუმით მეტად გამოვხატავ. შენთვის კეთილი სურვილების კოსმოსში გზავნა, შენი უამრავი მოფერება, შენთან მეგობრობა არის ის უპირობო სიყვარული, რაც მე შენ მიმართ მაკავშირებს, რადგან არ არსებობს სიტყვა, წინადადება, რაც ოდნავ მაინც შეძლებს გამოხატოს ის წარმოუდგენელი ბედნიერება, რაც შენი დაბადებით მომანიჭე!
სამყაროს ცენტრი ხარ, ედუ. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ოცნების პრინცო!“ - წერს ის.
თათია შარანგია პირველ ქორწინებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილთან, ლაშა შევარდნაძესთან იმყოფებოდა. მათ ორი საერთო შვილი, ედუარდი და ალექსანდრე ჰყავთ. მოგვიანებით თათია შარანგიამ ბიზნესმენ სანდრო შელიაზე იქორწინა.