რა სარგებლობა მოაქვს პროდუქტს, რომელიც ზოგს უყვარს და ზოგი ყველა შესაძლო გზით ერიდება? ნიორი ან უყვართ ან სძულთ. სიყვარული - განსაცვიფრებელი არომატის გამო, რომელსაც ის ანიჭებს ბევრ კერძს. სიძულვილი - სპეციფიკური სუნის და დამახასიათებელი, მომწარო გემოს გამო. თუმცა, ცოტა ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ პატარა მცენარეს.
თქვენი სხეული უფრო სწრაფად იკლებს წონაში
ფაქტია, რომ ნიორი B6 ვიტამინის ნამდვილი „მუხტია“. ასი გრამი შეიცავს ამ ნივთიერების დაახლოებით 0,38 მილიგრამს, რაც ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას, ეს კი ნიშნავს წონის კლების პროცესის დაჩქარებას. ამ საკითხში ნიორს ვერც ერთი ბოსტნეული ვერ გაუწევს კონკურენციას – ალტერნატივად მხოლოდ თხილი, ღვიძლი და თევზი გამოდგება.
"ქალის ჰორმონის", ესტროგენის დონე იზრდება
მრავალრიცხოვანმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უამრავმა ქალმა, დაამტკიცა, რომ დღეში დაახლოებით ორი გრამი ნივრის ყოველდღიური მიღებით, ორგანიზმში ესტროგენის დონე იზრდება. ეს დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ამცირებს PMS-ის სიმპტომებს, ასტიმულირებს ძვლების ზრდას და ჰარმონიზებს ფსიქიკურ მდგომარეობას.
დაღლილობის გრძნობა მცირდება
თუ უჩივით ქრონიკულ დაღლილობას, აუცილებლად დაამატეთ კვების რაციონში ნიორი. უძველესი დროიდან მოყოლებული, მას აძლევდნენ მძიმე წარმოებაში დასაქმებულ ადამიანებს, მუშაობის დონის გასაუმჯობესებლად. თვე-ნახევრის განმავლობაში ნივრის ზეთის მოხმარებით, ერთ-ერთი ექსპერიმენტის მონაწილეებმა დაადგინეს, რომ მათ უფრო მეტად უადვილდებოდათ ფიზიკურად რთული აქტივობების ატანა.
ბრძოლა დაბერების წინააღმდეგ
ნიორი შეიძლება შესამჩნევად არ აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზეს, მაგრამ ის იცავს ტვინს ნაადრევი დაბერებისგან და ხელს უშლის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დემენცია და ალცჰეიმერი. ნიორში შემავალი ანტიოქსიდანტები ააქტიურებენ მექანიზმებს, რომლებიც იცავს ტვინის უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებისგან.

7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღონ ქალებმა - ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გარანტი
11 კულინარიული შეცდომა, რომელთა დაშვებაც ჩვევად გვექცა