რა რიტუალი უნდა შეასრულოთ მზის დაბნელებისას, მავნე შიშებისგან თავის სამუდამოდ დასაღწევად - Marao

რა რიტუალი უნდა შეასრულოთ მზის დაბნელებისას, მავნე შიშებისგან თავის სამუდამოდ დასაღწევად

2022-04-28 14:18:59+04:00


ასტროლოგი ქეთი ოდიშელი „დილის პალიტრის“ ეთერში გვიყვება, რა რიტუალია საჭირო იმისთვის, რომ მავნე შიშებსა და ფობიებს დავემშვიდობოთ:

„მინერალური ქვა ზოგადად არის ნებისმიერი მატერიალური ნივთი, რომელსაც აქვს ენერგია. ამ ქვებს საუკუნეების განმავლობაში შეისწავლიდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ. ყველა ზოდიაქოს ქვას შეესაბამება გარკვეული სახასიათო ნიშნები და ფერები, თუმცა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქვების შერჩევა არ არის სწორი.

ახლა მოდის ჯადოსნური მზის დაბნელება, რომელიც ემთხვევა ჯადოქრების ღამეს. ამ პერიოდში გვჭირდება ძირითადად დამცავი ქვები: შავი აქატი, შავი ომიქსი, გიშერი და ობსიდიანი, ატარებს გამწმენდ და დამცავ ენერგიას, გვიცავს ცუდი თვალისგან. ერთი თვის განმავლობაში რომ გავერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, დაგვჭირდება 4 ქვა: ვეფხვის თვალი, ობსიდიანი, მთის ბროლი და მთვარის ქვა.

დაბნელება იწყება 30 აპრილს და 1 მაისს, 00:40 წუთისთვის შედის პიკში. ამ პერიოდში მთვარის ქვას ვიდებთ შუბლის შუაში, მესამე თვალის მსგავსად; ვეფხვის თვალს ვიდებთ ჭიპის მიდამოში, მარჯვენა ხელში ვიჭერთ მთის ბროლს და მარცხენაში ობსიდიანტს. ვკონცენტრირდებით მზის ენერგიაზე და ამ დაბნელების წინ ვემშვიდობებით ყველანაირ ფობიასა და მავნე შიშს. ამ პროცესს ვაგრძელებთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ვიბანთ და ვანთებთ სანთელს“.

25 აპრილი - 1-ელი მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

საუკეთესო აფირმაციები ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის