სასახლე, ყვითელი ლამბორჯინი, 44 მილიონი რუბლი წლიური შემოსავალი - როგორ ცხოვრობს კადიროვის 23 წლის ქალიშვილი - Marao

სასახლე, ყვითელი ლამბორჯინი, 44 მილიონი რუბლი წლიური შემოსავალი - როგორ ცხოვრობს კადიროვის 23 წლის ქალიშვილი

2022-05-05 13:17:24+04:00

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა "ტელეგრამის" არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის თავის ქალიშვილს, რესპუბლიკის კულტურის მინისტრ აიშატ კადიროვას სახლში სტუმრობს.

ჩანაწერში ჩანს, რომ ეზოში გაჩერებულია ყვითელი ლამბორჯინი, რაც აიშატის დეკლარაციაში ოფიციალურად მითითებული არ არის.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აიშატ კადიროვას წლიური შემოსავალი წინა წელთან შედარებით 50-ჯერ გაიზარდა და ახლა 44 მილიონ რუბლს შეადგენს. ამის შესახებ kavkazr.com წერს.

გამოცემის ცნობით, კადიროვის 23 წლის ქალიშვილის ყვითელი ლამბორჯინი ათობით მილიონი რუბლი ღირს. მისი მეუღლის მანქანა 200 000 რუბლადაა შეფასებული...გაგრძელება