"ამე­რი­კე­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ვე­რა­სო­დეს და­ა­მარ­ცხე­ბენ რუ­სეთს; ჩვენ ერ­თა­დერ­თი იმ­პე­რია ვართ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც არ გე­უბ­ნე­ბა, უარი თქვა ქარ­თვე­ლო­ბა­ზე, სომ­ხო­ბა­ზე" - თინა კანდელაკი - Marao

"ამე­რი­კე­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ვე­რა­სო­დეს და­ა­მარ­ცხე­ბენ რუ­სეთს; ჩვენ ერ­თა­დერ­თი იმ­პე­რია ვართ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც არ გე­უბ­ნე­ბა, უარი თქვა ქარ­თვე­ლო­ბა­ზე, სომ­ხო­ბა­ზე" - თინა კანდელაკი

2022-05-09 14:08:21+04:00


თინა კანდელაკი რუსებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და წერს, რომ რუსეთი ერთადერთი იმპერიაა, რომელიც სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს საკუთარ ეთნიკურობაზე უარის თქმას არ სთხოვს. მან მიმართვა საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" გამოაქვეყნა:

"ამერიკელები და ბრიტანელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს. ჩვენ ერთადერთი იმპერია ვართ მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნება, უარი თქვა ქართველობაზე, სომხობაზე, ებრაელობაზე, ქურთობაზე, ტაჯიკობაზე ან ნებისმიერ სხვა ეროვნებაზე იმისთვის, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი.

რუსეთი ამბობს, იყავი ის, რაც ხარ, გახსოვდეს შენი ფესვები, ენა, კულტურა და იცოდე, რომ ჩვენთან ერთად შენ უფრო ძლიერი ხარ. ასე უფრო დიდი შანსია, თანამედროვე სამყაროში საკუთარი კულტურა შეინარჩუნო. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გილოცავთ..." - წერს ის.