ინტერნეტში გავრცელდა სახალისო ვიდეოების სერია, სადაც „ვოგის“ ყველა გამოცემის რედაქტორი და სარედაქციო პოლიტიკის უფროსი ანა ვინტური წამიერად გაოგნებულია მას შემდეგ, რაც მას თეატრში შესასვლელად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს.
„ჩერი ლეინის“ სახელობის თეატრში ვინტური ტრადიციული მზის სათვალით გამოჩნდა, რომელიც უკვე წლებია ანას სტილის სიმბოლოა. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია კადრი, სადაც თეატრის თანამშრომელს ძალიან სწრაფად მიუთითეს, რომ ვინტურს ყველგან შეუძლია შესვლა და ამისთვის ვინაობის დადასტურება არ სჭირდება.
72 წლის ანა მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. მის ხასიათზე სპეციალურად წიგნიც კი დაიწერა. „ეშმაკს აცვია პრადა“ მოგვიანებით ფილმად იქცა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. კაპრიზებით სავსე ვინტურის როლს ფილმში ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი ასრულებს.
