ვერძი
ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებთ საკუთარ სიმართლეში. გამოიყენეთ ეს კვირა, რათა გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, გააფორმოთ ხელშეკრულებები. საბუთების გასაფორმებლად საუკეთესო დღეა ოთხშაბათი. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. სასიამოვნო ამბებს მიიღებთ უცხოეთიდან.
კურო
უნდა მოაგვაროთ ის საკითხები, რაც დაგეგმილი გქონდათ. იყავით საკუთარი მიზნებისა და პრინციპების ერთგული. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. მარტოხელებს საინტერესო შეხვედრა გელოდებათ, დაწყვილებულებს - რომანტიკული უქმეები.
ტყუპი
სამშაბათიდან გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, ურთიერთობებისა და ვალდებულებებისგან. გაასუფთავეთ კომპიუტერი ძველი დოკუმენტებისგან. დაასრულეთ საქმეები. 21 მაისიდან მზე თქვენს ნიშანს ესტუმრება. მოიმატებს ოპტიმიზმი, მოქმედების სურვილი.
კირჩხიბი
გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა არ დაანგრიოთ ის, რასაც ამდენი ხანი აშენებდით. არ გარისკოთ, ახლა მშვიდად ყოფნა და მოვლენებზე დაკვირვება ჯობია. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან ან მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ პროექტებს. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ.
ლომი
მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, სამუშაო გარემო. შეიძლება იპოვოთ ნივთი, რომელიც დაკარგული გეგონათ. გახშირდება მეგობრული შეხვედრები და შეიძლება მიუბრუნდეთ იმ საქმეებს, რაც თანამოაზრეებთან ერთად გქონდათ დაწყებული. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ. მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტს.
ქალწული
იყავით მიზანმიმართული, დაასრულეთ პროექტები, რომლებიც წარმატებას, პოპულარობას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. იზრუნეთ კარიერულ წინსვლაზე, უფროსობასთან დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე. თუ მარტოხელა ხართ, უქმეები რომანტიკული ნაცნობობისთვის გამოითავისუფლეთ.
სასწორი
ნუ გაჩერდებით სამსახურში გვიანობამდე, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. დროის უმეტესი ნაწილი საყვარელი ადამიანის პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. კარგი პერიოდია უცხო ენების შესასწავლად ან უცხოეთში გასამგზავრებლად.
მორიელი
მთვარის დაბნელება თქვენს ნიშანშია. ცვლილებების, განახლების დრო გელოდებათ. იყავით მზად სიახლეებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის დარეგულირებას. იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
მშვილდოსანი
მოიმატებს ვალდებულებები, საქმიანი შეხვედრები. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველის ყოლა გადაწყვიტოთ. გამოავლინეთ ინიციატივა და უფროსობა დააფასებს თქვენს მონდომებას. უქმეები ქალაქგარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და აქტიურად ჩაერთვებით ყოველდღიურობაში. საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად სასიყვარულო ურთიერთობაც უნდა გაახალისოთ. უქმეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ მათ მხიარული სიურპრიზები.
მერწყული
არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ, დააკვირდით მოვლენების განვითარებას. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ერთხელ უკვე ამხილეთ ტყუილში. ზოგიერთმა შეიძლება მეგობართან, დიდი ხნის ნაცნობთან გააბათ რომანი. უქმეებზე გაიხსენეთ ძველი ჰობი.
თევზები
აკონტროლეთ ემოციები, იყავით დაკვირვებული. არ გირჩევთ სიტუაციის დრამატიზებას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებულ პროექტებს, გადახედეთ და გამოასწორეთ უზუსტობები. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური მდგომარეობისა და სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას.