„რა იქნება შემდეგი? შეგიძლიათ ახლა ზელენსკის მიანიჭოთ "ოსკარი“ - რა კომენტარი გააკეთა თინა კანდელაკმა "ევროვიზიაზე" უკრაინის გამარჯვების შესახებ - Marao

„რა იქნება შემდეგი? შეგიძლიათ ახლა ზელენსკის მიანიჭოთ "ოსკარი“ - რა კომენტარი გააკეთა თინა კანდელაკმა "ევროვიზიაზე" უკრაინის გამარჯვების შესახებ

2022-05-16 10:21:08+04:00


რამდენიმე დღის წინ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე 631 ქულით უკრაინის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ჯგუფმა Kalush Orchestra-მ საზოგადოებისგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ამ ამბავს გამოეხმაურა რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკიც, რომელმაც უკრაინის წარმატების შესახებ სარკასტული კომენტარი გააკეთა:

„ევროვიზიამ" დაამტკიცა, რომ ყალბი კულტურა შეიძლება იყოს უსაზღვრო.

ყალბი "ევროვიზია" - რა იქნება შემდეგი? შეგიძლიათ უკრაინას წინასწარ მიანიჭოთ ყველა პრიზი: ზელენკის "ოსკარიდან" დაწყებული, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულებით დამთავრებული.

შეგიძლია მთელი ერი გააგიჟო იმით, რომ მიაჩვიო იმას, თითქოს ყველა ვალშია მათ წინაშე. დაველოდოთ ამერიკელებს და ევროპელებს უკრაინელების წინაშე დაჩოქებას." - დაწერა კანდელაკმა "ტელეგრამის" საკუთარ არხზე.