ასტროლოგი სოფია ბზეკალავა „მთავარ არხთან“ მაისის ორ მნიშვნელოვან დღეს ასახელებს:
„ორ რიცხვს გეტყვით: ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 18 მაისი. ის იქნება კულმინაციური, რადგან მარსისა და იუპიტერის შეერთება გვაქვს. რაღაც პროცესები, რაც დუღდა ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში, რაღაც პროცესები, რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და ემოციური რეზონანსი უნდა ჰქონდეს, კვირის ბოლოს გამოანათებს და საკმაოდ საინტერესო მოვლენები შეიძლება მოხდეს. 20 მაისიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გინდათ, თქვენი ვიზუალური მხარე შეცვალოთ, კარგი პერიოდია. უნდა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. საუკეთესო პერიოდია, დასხდეთ, დაფიქრდეთ და თქვენს თავს ჰკითხოთ, რატომ იცავს ის თავს თუნდაც ჭარბი წონით. კარგი პერიოდია, მიხვდეთ, რომ სამყარო არ არის საშიში და ყველას აქვს რესურსი, შეიცვალოს და საკუთარი თავის უფრო კარგი ვერსია გახდეს. დღევანდელი დღე არის კარგი იმისთვის, რომ ჩამოწეროთ თქვენი შიშები და მიუწეროთ ყველაზე ცუდი გაგრძელებები. ხუთი წუთი მიეცით თავს იმისთვის, რომ ინერვიულოთ, შემდეგ გადახიეთ ეს თქვენი შიშები და გადაყარეთ, დაწვით, წყალს გაატანეთ. დამიჯერეთ, ყველას შეუძლია შიშებისგან გათავისუფლება…“