"რამდენი ნაგავი იმალება იდეალური კაცის ნიღბის უკან... არასოდეს არ უნდა მოითმინოს ქალმა ძალადობა. ყველანაირი გასაჭირი სჯობს მოძალადე კაცთან ყოფნას..." - Marao

"რამდენი ნაგავი იმალება იდეალური კაცის ნიღბის უკან... არასოდეს არ უნდა მოითმინოს ქალმა ძალადობა. ყველანაირი გასაჭირი სჯობს მოძალადე კაცთან ყოფნას..."

2022-05-23 10:28:41+04:00


სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ხშირად ეხმაურება აქტუალურ თემებს, რომლებიც ქვეყანაშია. ამჯერად ოჯახური ძალადობის თემაა წინ წამოწეული და სამწუხაროდ, ეს თემა საზოგადოებაშიც მუდამ აქტუალურია. ამიტომაც არის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, კატოსა და მის მიერ ნაპოვნი "იდეალური მამაკაცის" სცენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მაყურებლები ძალადობის სცენას სერიალის "ფეისბუქგვერდზეც" გამოეხმაურნენ. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

  • შეურიგდება! ზუსტად რეალობაა გადმოცემული, რაც ხდება და რამდენი ქალია ძალადობის მსხვერპლი საქართველოში!
  • ახლა ამის მერე რომ შეურიგდება და ისევ დაუთმობს, ის ემართება ქალების უმრავლესობას დღეს რეალობაში. სამწუხაროდ!
  • მსგავს რეალობაში დღეს ბევრი ქალია;
  • ცხოვრობს უმიზეზოდ მოძალადე კაცების გვერდით. თუ ვინმეს ამ კადრებზე გაეცინა ან თვლის, რომ ეს უბრალოდ სერიალია და გამოგონილი სიუჟეტი, ძალიან ცდება;
  • ქალების ძალიან დიდი ნაწილის ყოველდღიურობა, რომელიც მკვლელობით სრულდება.
იხილეთ სრულად