სუფთა, ლამაზი და ხავერდოვანი სახის კანი ნებისმიერი ქალის ოცნებაა, მაგრამ ძნელია იპოვოთ მეთოდი, რომელიც რეალურად მუშაობს.
ქალებიც და მამაკაცებიც ნებისმიერ ასაკში აწყდებიან სახის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. იდეალური კანის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კანის ტიპზე მორგებული პროდუქტები და ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული რჩევებით.
სახის მოვლის რუტინა
შექმენით მარტივი რუტინა. რაც მთავარია, დაიცავით თანმიმდევრობა. უმჯობესია, მოკლე და მარტივი რუტინა შეადგინოთ ყოველდღიურად, ვიდრე პერიოდულად სახეზე ჩაიტაროთ რთული პროცედურები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ აკნე გაქვთ. აკნეს დამარცხება რთული, თუმცა დაძლევადია და სახის რეგულარული გაწმენდა ყველაზე მნიშვნელოვანია.
დაიბანეთ სახე დღეში ერთხელ მაინც
სახის დაბანა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ეტაპია. დღის განმავლობაში ჩვენს სახის კანზე გროვდება ჭუჭყი, მტვერი და ბაქტერიები, რაც შემდგომში სიწითლისა და გაღიზიანების მიზეზი ხდება. დღეში რამდენჯერმე დაიბანეთ სახე გრილი წყლით და თქვენი კანის შესაბამისი დასაბანი ქაფით, ნაზი და წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ სახის კანი.
გაათავისუფლეთ კანი მკვდარი უჯრედებისგან
პილინგს ამქერცლავი ფუნქციაც აქვს, რაც გეხმარება თავიდან აიცილო წითელი გამონაყარი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სკრაბი აფთიაქში ან გამოიყენოთ მსხვილად დაფქული ყავის ნალექი, მჭადის ფქვილი ან შაქარი.
გაიმშრალეთ სახე ნაზად
როცა სახეს იშრობთ, ნუ გამოიყენებთ საერთო პირსახოცს. ეს ავრცელებს ბაქტერიებს, რამაც შეიძლება თავიდანვე გამოიწვიოს კანის პრობლემები. ამის ნაცვლად, ნაზი მოძრაობებით გაიმშრალეთ სახე სუფთა, ნაზი პირსახოცით, რომელიც უშუალოდ სახისთვისაა განკუთვნილი.
სახის გაშრობა და სუფთა პირსახოცის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ებრძვით აკნეს.
გაუმკლავდით თქვენი კანის პრობლემებს
რაც უფრო სერიოზულად მიუდგებით პრობლემას, მით უფრო ადვილი იქნება მისი მოგვარება. მიმართეთ დერმატოლოგს. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი და სვით წყალი რეგულარულად.
იხილეთ სრულად