„ხვალ ჩვენ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად მოგესალმებით...“ - ნიკოლოზ წულუკიძე ტელეეკრანს უბრუნდება - Marao

„ხვალ ჩვენ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად მოგესალმებით...“ - ნიკოლოზ წულუკიძე ტელეეკრანს უბრუნდება

2022-05-25 16:26:02+04:00


როგორც ცნობილი გახდა, ნიკოლოზ წულუკიძე ტელეეკრანებს ხვალ დაუბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მისმა კოლეგებმა გააკეთეს:

„ხვალ ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. გარდა იმისა, რომ 26 მაისია, ჩვენს ეთერში ჰარმონია დაბრუნდება - ხვალ ჩვენ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად მოგესალმებით. ხვალ ნიკოლოზი ჩვენი მაყურებლის წინაშე ისევ იტყვის, რომ 12 საათი და ოცდაათი წუთია და ჩვენ ყველა ისევ ერთად ვართ“ - თქვა მარიკა ბაკურაძემ.

ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი მცირეწლოვანი შვილი მაღალი სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ ის ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდება.