მარგალიტებით გაფორმებული პიჯაკი და თეთრი შარვალი - ანუკი არეშიძის დახვეწილი სტილი დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე - Marao

მარგალიტებით გაფორმებული პიჯაკი და თეთრი შარვალი - ანუკი არეშიძის დახვეწილი სტილი დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე

2022-05-26 15:19:11+04:00


დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრებიც.

თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად დაესწრო. სოციალურ ქსელში ანუკის ჩაცმულობა უკვე გახდა განხილვის საგანი. დიზაინერის სტილი საზოგადოებამ მოიწონა.

მან თეთრი ფართო შარვალი და ამავე ფერის მარგალიტებით გაფორმებული პიჯაკი მოირგო.