საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წითლისა და თეთრის კომბინაცია შეარჩია. წითელ ხალიჩაზე მან ამავე ფერის ფართო შარვალი, კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გრძელი თეთრი პიჯაკი მოირგო. ჩაცმულობა საქართველოს დროშის ფერებს იმეორებს.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სტილსა და ჩაცმულობას. ხშირად ირგებს პიჯაკებსა და კლასიკურ შარვლებს. უყვარს ორიგინალური და დიდი ზომის სამკაულებიც. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო ხშირად ფერადი სამოსი აცვია და მუქ ფერებს დიდად არ სწყალობს.
