„მამას ბოლო წლებში აწუხებდა ძალიან მძიმე დაავადება, ამაზე არსად ვსაუბრობდი" - რას ჰყვება მომღერალი ნინო სურგულაძე მამასთან გატარებული ბოლო წუთების შესახებ - Marao

„მამას ბოლო წლებში აწუხებდა ძალიან მძიმე დაავადება, ამაზე არსად ვსაუბრობდი" - რას ჰყვება მომღერალი ნინო სურგულაძე მამასთან გატარებული ბოლო წუთების შესახებ

2022-05-27 13:49:49+04:00


მომღერალმა ნინო სურგულაძემ გადაცემა „სხვა კითხვებში“ მამის შესახებ ისაუბრა, რომელსაც წლების განმავლობაში მძიმე დაავადება სტანჯავდა. ნინომ სწორედ ეს პერიოდი და მამასთან გატარებული ბოლო წუთები გაიხსენა:

„მამას ბოლო წლებში აწუხებდა ძალიან მძიმე დაავადება. ამაზე არსად ვსაუბრობდი. ჰქონდა ალცჰაიმერი. მამა და დედა ყველგან დამყავდა, იაპონიაში მყავდნენ, "რიგოლეტოს" გადაღებაზე. მსოფლიო მოვატარე, მაგრამ მამა რომ ცუდად იყო, ვეღარ ვატარებდი ისე. მაგრამ დავაკვირდი ერთ რამეს, რომ რაღაცას რომ მოვუყვებოდი, ძალიან უხაროდა, გავიდოდა ერთი-ორი საათი, ისევ ვუყვებოდი. ძალიან უხაროდა. ამას ხშირად ვაკეთებდი, მსიამოვნებდა, რომ მას უხაროდა.

მერე უკვე ძალიან დამძიმდა. ბოლო წუთებშიც მასთან ვიყავი, უბრალოდ, ისე მოხდა, ნემსი უნდა გამეკეთებინა, ავედი ზემოთ ჩამოსატანად და დედამ მითხრა, აღარ შემოხვიდეო. ნუღარ იჩქარებ – ეს ტექსტი მახსოვს. წუთში ავცდი. მაგრამ მთავარი მახსენდება მამისგან, ჯერ პოზიტივი, სიმღერა და სიტყვები – შვილებო, რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა გული გატკინონ, გააგრძელე და ყოველთვის ენდე ადამიანებს. მეც ასე ვიყავი და ძალიან მაგარია, ყოველთვის ამას“ - იხსენებს მომღერალი.

„უკრაინული იავნანა“ - ნინო სურგულაძე უკრაინელ ხალხს უმღერის

„რა ფანტასტიკური ფოტოა, როგორი ლამაზები ხართ“ - ნინო სურგულაძე შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ულამაზესი ქართველი ქალი... დედობამ კიდევ უფრო დაამშვენა“ - ნინო სურგულაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს