ვერძი
თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული მოინდომებთ თუ არა საქმეების შესრულებას. კვირის მეორე ნახევარში მეტად უნდა გააქტიურდეთ. თავად უნდა მონდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს უქმეებზე რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. იყავით ფრთხილი და დიპლომატიური.
კურო
ახალმთვარეობის შემდეგ მეტად უნდა გააქტიურდეთ: დაწყებული საქმეებიც უნდა დაასრულით და ახლებიც დაიწყოთ. იყავით ყურადღებით ფინანსური საკითხების მოგვარებისას. შეიძლება საყვარელმა ადამიანმა ვერ გაამართლოს თქვენი იმედი და გაფრთხილდით, შელაპარაკება კამათში არ გადაიზარდოს.
ტყუპი
აქტიური კვირა გელოდებათ, განსაკუთრებით მეორე ნახევარი. ერთდროულად რამდენიმე საქმეში ჩაერთვებით, გახშირდება მიმოსვლა, მიმოწერა. ერთი სიტყვით, თქვენს სტიქიაში იქნებით. საყვარელ ადამიანს წვრილმანებზე არ ეკამათოთ. უმჯობესია, უქმეები ერთად და რომანტიკულად გაატაროთ.
კირჩხიბი
არ გაიფუჭოთ განწყობა უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. კარგი იქნება, თუ მშვიდ გარემოში იმუშავებთ. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საუკეთესო დრო გაქვთ საქმიანი შეხვედრებისა და პაემნებისთვის.
ლომი
სიახლეებისადმი გაგიჩნდებათ ინტერესი. თანამოაზრეებთან ერთად მოგინდებათ ახალი პროექტების განხორციელება, მაგრამ გირჩევთ, 4 ივნისიდან გააქტიურდეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ თავისუფალი დრო, მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ინტერნეტში გელოდებათ ან შეიძლება მეგობრების წრეში.
ქალწული
გადახედეთ მიზნებს, სურვილებს, ახალმთვარეობის შემდეგ მათი განხორციელების შესაძლებლობა გეძლევათ. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე. შეყვარებულებმა შეიძლება გაასერიოზულოთ თქვენი ურთიერთობა, ზოგმა კი შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ.
სასწორი
საქმიანი კვირა გელოდებათ, შეხვედრებითა და ვალდებულებებით დატვირთული, მაგრამ დრო საყვარელი ადამიანისთვისაც უნდა გამონახოთ. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგართ გადაწყვიტოთ, სწავლა, საქმიანობა, მარტოხელებმა კი უცხოელთან გააბათ რომანი.
მორიელი
საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ახალი იდეების განახორციელება და ახალი პროექტების რეალიზება კვირის მეორე ნახევრიდან დაიწყეთ. ფინანსური საკითხების მოგვარებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ, უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას.
მშვილდოსანი
დაუსრულებელი პროექტები მეტ ყურადღებას ითხოვს თქვენგან; მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ახალი საქმეები ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყეთ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს; გაგიჩნდებათ ახალი იდეები. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა გახდეთ.
თხის რქა
გამონახეთ დრო და ჩაეწერეთ მკურნალ ექიმთან ვიზიტზე. საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყეთ დილაობით ვარჯიში. იყავით გულახდილი გარშემო მყოფებთან, თუ რამე გწყინთ უთხარით. ახალი საქმეები 4 ივნისის შემდეგ დაიწყეთ. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველის ყოლა გადაწყვიტოთ.
მერწყული
საინტერესო ადამიანების გაცნობის, შეხვედრების, ახალი იდეების განხილვის კვირა გელოდებათ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ იმ საქმის დეტალები, რის განხორციელებასაც აპირებთ. გახშირდება სასიყვარულო მიმოწერა. რომანტიკული ნაცნობობა ინტერნეტში, შვებულებისას ან წვეულებაზე გელით.
თევზები
მეტად იქნებით ორიენტირებული საოჯახო საქმეებზე. მოგინდებათ ბინაში ავეჯის გადაადგილება. ზოგიერთი შეიძლება კულინარიულ კურსებზე ჩაეწეროთ ან მუშაობა სახლიდან გააგრძელოთ, რათა მეტად ახლოს იყოთ მშობლებთან. ახალ სიყვარულს შეიძლება მშობლიურ ადგილას, ნათესავების დახმარებით შეხვდეთ.