თბილისის მერი კახი კალაძე დიზაინერ ანუკი არეშიძეზე წლების წინ დაქორწინდა და მას შემდეგ წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. კახის და ანუკის ოთხი შვილი ჰყავთ და მათთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებენ გამომწერებს.
ამჯერად კახიმ ოჯახური ფოტოები ანუკის გარეშე გამოაქვეყნა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოებზე ჩანს, როგორ ისვენებს კახა კალაძე და როგორ სეირნობს უმცროს შვილთან, ნიკოლასთან ერთად.