"ასეთი ჭკვიანური ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიკეთებია, ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს ეს სახლი" - როგორია ირმა სოხაძის სახლი, რომელიც თავად მოაწყო - Marao

"ასეთი ჭკვიანური ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიკეთებია, ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს ეს სახლი" - როგორია ირმა სოხაძის სახლი, რომელიც თავად მოაწყო

2022-06-04 22:24:40+04:00

ვაკის პარკის მხრიდან აბაშიძის ქუჩაზე რომ შეუხვევთ, შეუძლებელია, შემაღლებულზე მდგომი მრავალსართულიანი კორპუსი არ შეამჩნიოთ, რომელსაც ისეთი შესასვლელი აქვს, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, თუ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხვდით.

სადარბაზო - ეს სიტყვა ნამდვილად შეესაბამება იმ სივრცეს, სადაც კონსიერჟი გულითადად გხვდება და მიგასწავლის, საით უნდა წახვიდე კონკრეტულ მობინადრესთან მოსახვედრად. ლიფტამდე მისასვლელი გზა დიდი და ლამაზი სარკეებითაა დამშვენებული. ამ სილამაზის თვალიერებით გართული მეორე სართულზე ავედი, სადაც ჩემი მასპინძელი, პოზიტიური და მუდამ მოღიმარი ირმა სოხაძე ხალისით შემომეგება. რესპონდენტთან საუბარი სწორედ პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:

- ძალიან კომფორტული კორპუსია საცხოვრებლად. სადარბაზო - ამ სიტყვას ნამდვილად ამართლებს ჩვენი შემოსასვლელი. ამ ტიპის სადარბაზოები მხოლოდ ძველ სახლებშია შემორჩენილი, მაგალითად, სოლოლაკში. თანამედროვე სახლებს, ძირითადად, პატარა სადარბაზოები აქვს, ყოველი კვადრატულის ეკონომიას აკეთებენ იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართი უფრო დიდი იყოს. ჩვენი კორპუსის მშენებელი კომპანია ყოჩაღი აღმოჩნდა ამ მხრივ და არა მარტო სადარბაზო, სხვა ინფრასტრუქტურული დეტალებიც კარგად აქვთ დაგეგმილი და განხორციელებული.

რატომ დაბრუნდა ვაკეში საბურთალოზე 45-წლიანი ცხოვრების შემდეგ?

 

- მე დავიბადე ჭავჭავაძეზე, შემდეგ გადმოვედით აბაშიძეზე და აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 47 წლის წინ რომ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე, რეზო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე, კერძოდ, პეკინზე და ბუნებრივია, იქ გადავედი. საბურთალო შემიყვარდა ძალიან და როდესაც დადგა დრო, რომ მე და რეზო ცალკე უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად, ბახტრიონზე შევაჩერეთ არჩევანი. ახლაც გული მიჩქარდება პეკინზე და ბახტრიონზე რომ გავივლი, მიყვარს ყველა კუთხე, ყველა გოჯი. წარმოიდგინეთ, 45 წელი ვიცხოვრე იქ...გაგრძელება