ვერძი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. კოლეგებთან საუბრისას შეარბილეთ ტონი; არ გირჩევთ ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან, ფიზიკურ გადაღლას. ყურადღებით იყავით მგზავრობისას. უქმეებზე გაცნობილ ადამიანთან ფლირტი შეიძლება რომანში გადაიზარდოს.
კურო
შეხვედრების, საქმეების განხილვის კვირაა. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. უქმეებზე დაგეგმეთ ვიზიტი ახლობლებთან, მეგობრებთან, მგზავრობა ქალაქგარეთ.
ტყუპი
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, იყავით მომართული საქმეების საუკეთესოდ მოგვარებაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ წყალქვეშა დინებებიც. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. უქმეებზე დაგეგმეთ საყიდლები.
კირჩხიბი
მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაც იცით, რომ საუკეთესოდ გამოგივათ. კარგ შედეგს მოგიტანთ უცხო ენების შესწავლა, უცხოეთში მგზავრობის დაგეგმვა. მოიძიეთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ადამიანზე. უქმეები ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
ლომი
თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ასაკით უფროს ნათესავებთან. მოგინდებათ კომპიუტერული ტექნიკის განახლება. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. უქმეებზე შეისწავლეთ რამე ახალი, თუნდაც ახალი კომპიუტერული პროგრამა.
ქალწული
წარმატებით მოაგვარებთ რთულ ვალდებულებებსაც კი. ნათესავების დახმარებით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მარტოხელები საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. უქმეები და თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
სასწორი
ახალ პროექტებში უნდა ჩაერთოთ; იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მოიცილეთ ზედმეტი პასუხისმგებლობები. რომანტიკული ნაცნობობა სასიამოვნოდ და სწრაფად განვითარდება. სიურპრიზებით აღსავსე უქმეები გელით.
მორიელი
კვირის პირველი ნახევარი პროფესიული და ფინანსური საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. ხუთშაბათიდან მეტი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და შეძლებთ დასვენებას, უქმეებზე კი საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრებას.
მშვილდოსანი
უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ ნურც ოჯახს და საყვარელ ადამიანებს დაივიწყებთ. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. მგზავრობისას საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
თხის რქა
დამატებითი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. შეიძლება ზოგიერთი კოლეგის შეცვლა მოგიწიოთ. ხუთშაბათიდან სიტუაცია შეგიმსუბუქდებათ. იყავით დაკვირვებული მიმოწერისას, მგზავრობისას. უქმეებზე ესტუმრეთ დიდი ხნის უნახვ ნათესავებს.
მერწყული
ყველაფერი ის, რაც ადრე რთული გეჩვენებოდათ, ამ კვირაში იოლად და თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას სასიყვარულო პარტნიორთან. უქმეები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
თევზები
დაისახეთ კონკრეტული საქმეები, რაც ფულს და პოპულარობას მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, უკეთ გაუგებთ მათ, მოძებნით სანუგეშო სიტყვებს დასამშვიდებლად. საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზებით გაგანებივრებთ, შვილი - წარმატებით.