ვისაც ღალატი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, ყველამ იცის, თუ როგორი მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს ეს იმედგაცრუება. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი სხვებზე მეტად არის მიდრეკილი ღალატისკენ.
ვერძი
ვერძისგან ღალატის ალბათობა 50/50-ზეა. ერთი მხრივ, ისინი პირობებს ყოველთვის ასრულებენ, მაგრამ მეორე მხრივ, მოსწონთ თავგადასავლები და გამუდმებით ახალ რომანებს ეძებენ.
კურო
ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამგზავრია ცხოვრებაში. თუ მას ადამიანი შეუყვარდა, მას „საფლავამდე გაჰყვება“. მაგრამ ისინი ძალიან ეჭვიანები არიან და თუ იფიქრებენ, რომ პარტნიორები ღალატობენ, სამაგიეროს გადახდის მიზნით შურისძიების აქტს განახორციელებენ.
ტყუპები
ტყუპები ძალიან ცვალებადი და ორპირი ადამიანები არიან. ცდუნებებს ისინი მარტივად ვერ უძლებენ. ამიტომ ახალი ურთიერთობები სულ სჭირდებათ, მაგრამ ეს მხოლოდ ფლირტით შემოიფარგლება და იშვიათად გადადის რეალურ ურთიერთობაში.
კირჩხიბი
ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი საკმაოდ დაბალი თავდაჯერებულობით. კირჩხიბმა თავადაც არ იცის, რა უნდა ცხოვრებისგან, ძალიან დაუცველია და ზოგჯერ ღალატი მათთვის სასოწარკვეთილებიდან თავის დაღწევის გზაა.
ლომი
ერთი შეხედვით, ისინი მზად არიან ხელთათმანებივით შეცვალონ ქალები. სინამდვილეში, ეს მთლად ასე არ არის. ისინი იმდენად პრინციპულები არიან, რომ თითქოს ვერაფერი აიძულებს მათ ღალატის ჩადენას. ეს თვისება შეყვარებულ ლომებს ძალიან სანდო პარტნიორებად აქცევს.
ქალწული
ქალწული მამაკაცები გამოირჩევიან რთული ხასიათით, მარტოობის სურვილით, მუდმივი რეფლექსიით და საკმაოდ დაგეგმილი ცხოვრებით. მოსწონთ, როცა უყვართ არა დამსახურების გამო, არამედ ყველანაირი მიზეზის გარეშე. დარწმუნებული იყავით, თუ ქალწულმა კომპანიონად აგირჩიათ, ამ გადაწყვეტილებამდე შეგნებულად მივიდა და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა. მათგან ღალატს ნაკლებად უნდა ელოდოთ.
სასწორი
სასწორი არის დაბალანსებული და საკმაოდ სამართლიანი ზოდიაქოს ნიშანი. სასწორ მამაკაცებს უყვართ სტაბილურობა. ისინი სერიოზულად იღებენ ნებისმიერ ვალდებულებას. ამიტომ, როგორც წესი, არ ატყუებენ პარტნიორებს. მეორე მხრივ, ფლირტი მათთვის უცხო არ არის, მაგრამ როგორც ტყუპების შემთხვევაში, ფლირტს სერიოზულ სახეს იშვიათად აძლევენ.
მორიელი
ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი, მაგრამ სრულიად არასანდო შეყვარებული. ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როცა ღალატზე მიდიან მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
მშვილდოსანი
ვერძისა და ლომის მსგავსად, ცეცხლოვან მშვილდოსანს მუდმივად სჭირდება მოქმედება და თავგადასავალი. თუ გაიაზრებთ მშვილდოსნის თავგადასავლების სულისკვეთებას და ზედმეტად არ შეზღუდავთ მის თავისუფლებას, ის შეიძლება იყოს ძალიან ერთგული პარტნიორი. ის მზადაა თქვენი ყურადღება მოგაქციოთ, მაგრამ ამავდროულად, კატეგორიულად არ სჯერა სიყვარულის.
თხის რქა
პარტნიორი, რომელსაც 100%-ით ენდობით. თხის რქები იმდენად მოწესრიგებულები არიან, რომ მაშინაც კი, როცა ცდუნება დიდია, მათ იციან, როგორ გაჩერდნენ დროულად. ისინი მოითხოვენ ქალისგან პატივისცემას. მათ მუდმივად უნდა იგრძნონ, რომ განსაკუთრებულნი და საოცარნი არიან. თხის რქის ღალატი ბუნებრივ ანომალიას ჰგავს.
მერწყული
ყველაზე არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი. მათი სურვილები სწრაფად იცვლება – არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო მერწყულისგან მომდევნო წამს. გარდა ამისა, ასეთი მამაკაცის დატყვევება ძალიან ადვილია, მაგრამ შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია.
თევზი
მეოცნებე წყლის ნიშანი მდიდარი და ცოცხალი ფანტაზიით. ეს არის საკმაოდ ერთგული პარტნიორი, რომელიც ნებისმიერ ურთიერთობას ახვევს სასიამოვნო რომანტიკულ ბურუსში. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება დაარღვიოს თავისი ერთგულების ფიცი, არის კომფორტის ზონა: გაზომილი ოჯახური ცხოვრება თევზებისთვის მოსაწყენი ჩანს.
6-12 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რატომ არიან ტყუპების ზოდიაქოს მატარებელი ადამიანები საუკეთესო მეგობრები