მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საკუთარ დაბადების დღეზე ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ნუკის უკვე წლებია ამერიკაში კინოკარიერის დაწყება სურს. როგორც ჩანს, სააგენტოსთან ახალი კავშირი მას განსაკუთრებულად ახარებს:
„„დღეს ჩემი დაბადების დღეა!!!! და არც მეტი და არც ნაკლები, სუპერ მაგარ სააგენტოსთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი!!! აი, ისეთთან, სულ რომ „ეიჩბიოებში“ და ჰოლივუდებში მუშაობს, აი, ისეთში, ზესუპერ ვარსკვლავებს რომ წარმოადგენენ! მოკლედ, თავს თუ არ შეიქებ, სხვა არ შეგაქებსო, ხო, თეო მაღალაშვილი?! ჰოდა, გამიმარჯოს!!!! მერე რა, რომ 30-ს გადავაცილე, ცხოვრება ახლა იწყება!“ - წერს ნუკი.