"ის ჩემი პირველი ცოლი და ერთადერთი ცოლია, აქ იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლის მცდელობის გამო, მომღერლის ყოფილი ქმარი დააკავეს:
პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი, მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ, საქმროზე, სემ ასგარიზე დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა, თუმცა მას დრამისა და სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.
მედიის ცნობით, ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი, ჯეისონ ალექსანდერი ქორწილში დაუპატიჟებლად მივიდა და მისი ჩაშლა სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგანაც პოლიციამ დააკავა.
როგორც ვენტურას ოლქის შერიფი ჰყვება, პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი ქორწილის ცერემონიის ადგილზე დააკავეს...გაგრძელება