სულ ცოტა ხნის წინ თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი შვილი კატო კოპალეიშვილი ორსულად იყო:
„კატოზე ორსულად დაუგეგმავად, მოულოდნელად და შოკისმომგვრელად დავრჩი. თავს ვიცავდი და ამიტომ - შოკისმომგვრელად.
LSE-ში (ლონდონის ეკონომიკური სკოლა) მივდიოდი (გავლილი მქონდა საფეხურები) და ვეღარ წავედი, იმიტომ, რომ ლოგიკურად - კატოს გაჩენა გადავწყვიტე.
ძალიან მეცინება, რომ კატომ აიღო და LSE დაამთავრა, ოღონდ ეგეც ორსულადაა“ - წერდა თამარ ჩერგოლეიშვილი. ამჯერად კი ის საკუთარ "ფეისბუკზე" ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს: „გაიცანით ალექსანდრა - ჩემი შვილიშვილი“ - წერს ის.
