პლანეტები გვეუბნებიან, რომ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით, საკმაოდ ბევრი რაიმეს განსაზღვრა შეიძლება, მათ შორის იმისაც, თუ რამდენად კარგი ცოლები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მატარებელი ქალები.
კირჩხიბი
კირჩხიბი ქალები ძალიან ემოციურები არიან, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, რაც საბოლოოდ მათ გულს უტეხს. მათ უყვართ ქორწინების იდეა და თითქმის არასდროს ღალატობენ პარტნიორს.
თევზები
თევზები ყოველთვის მოგცემენ მეორე შანსს, მნიშვნელობა არ აქვს იმსახურებთ თუ არა მას. თავიდან ისინი მორცხვები ჩანან, მაგრამ მოგვიანებით მთელ სამყაროს ახლებურად დაგანახებენ. ხანდახან ცუდი ხასიათიც აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ერთგულების და კეთილი ბუნების დამსახურებაა.
სასწორი
სასწორები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე კეთილები არიან. მათ ყოველთვის შეუძლიათ დადებითი და სასიამოვნო აურის შექმნა. სასწორი ქალი ვერ დაიძინებს მანამ, სანამ ქმართან ნებისმიერ პრობლემას არ მოაგვარებს.
კურო
როდესაც იპოვის მას, ვისაც შეიყვარებს, კურო ქალი ამ ადამიანზე დამოკიდებული ხდება. ისინი საკუთარ სიცოცხლესაც კი შესწირავენ ქმარს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეუღლე განსაკუთრებულად უყვართ.
მერწყული
მერწყული ქალები ძალიან იმპულსურები არიან, რადგან ისინი მოსაწყენი ცხოვრებით ვერ იცხოვრებენ. თუ მერწყულს არ აქვს შეგრძნება, რომ მას პირველ ადგილას აყენებ, აუცილებლად მოინდომებს ამის შეცვლას. ამიტომ კარგად დაფიქრდით, რადგან თქვენი მერწყული მეუღლე თხოვნას ნამდვილად არ დაგიწყებთ, უბრალოდ ადგება და მიგატოვებთ, რათა უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება დაიწყოს.
თხის რქა
ამ ქალებს ნამდვილად ნებისმიერი რაიმეს მიღწევა შეუძლიათ. თუ თხის რქა თვალს რაიმეს დაადგამს, მას აუცილებლად მიიღებს. მათ უყვართ საკუთარ სახლზე, შვილებზე, სამსახურსა და ბედნიერ ქორწინებაზე ზრუნვა. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზებულობა თქვენს ცოლქმრობაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
ტყუპები
ტყპებს ალბათ ვერასდროს გაუგებთ. ერთ წამს ისინი საუკეთესო ცოლები არიან, თბილ სიტყვებს და ზრუნვას არ იშურებენ, მაგრამ მეორე წამს სრულიად საპირისპიროდ მოქცევას იწყებენ. თუ ტყუპებზე დაქორწინება გინდათ, უნდა იცოდეთ, რომ ფაქტობრივად, ორ ადამიანთან მოგიწევთ ცხოვრება.
მორიელი
მორიელ ქალებს თქვენში საუკეთესო თვისებების გამოღვიძება შეუძლიათ, თუმცა ამას ყველა მამაკაცი ვერ გაუძლებს. მორიელებს საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ. თუ მას ვერ გაჰყვებით და ოცნებების ასრულებაში ვერ დაეხმარებით, ის აუცილებლად მიგატოვებთ.
ქალწული
ქალწულები ძალიან მოწესრიგებულები არიან და ფიქრობენ, რომ ყოველთვის იციან, რა არის სწორი. ამიტომ თუ ქალწულზე დაქორწინებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას სურს.
ლომი
ლომი ქალისთვის თავის შეყვარება ჯეკპოტის მოგების ტოლფასია, მაგრამ იცოდეთ, თუ ის არ მიიღებს იმას, რაც სურს, ვიღაც ძალიან დაშავდება. მაგრამ ლომები ძალიან ერთგულები არიან მათი პარტნიორების მიმართ და როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, ის მთელი ცხოვრება უყვართ.
ვერძი
ვერძი ქალები დიდებულები და დახვეწილები არიან. ეჭვგარეშეა, რომ მათი შეყვარება საკმაოდ მარტივია. ვერძი ქალი ქორწინებაში ძალიან ერთგულია, მაგრამ ის სანაცვლოდ ამაზე მეტს ითხოვს. თუ თქვენს ვერძ მეუღლეს საკმარის ყურადღებას არ დაუთმობთ, ის მიგატოვებთ და ისეთ ადამიანს იპოვის, ვისგანაც ამ ყველაფერს მიიღებს.
მშვილდოსანი
თუ გინდათ მუდმივად დაბნეული იყოთ და გაუგებრობებში იცხოვროთ, ცოლად მშვილდოსანი ქალი უნდა მოიყვანოთ. ამ ქალებს ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლიათ, თუმცა, როგორც კი იგრძნობენ, რომ მათ შეჩერებას ცდილობთ, მაშინვე გაიქცევიან.
„მომატებულია ემოციურობა, იყავით დაკვირვებული” - 13-19 ივნისის სილამაზის კალენდარი
რჩევები, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანმა ამ ზაფხულს უნდა გაითვალისწინოს
რატომ არიან ქალწულის ზოდიაქოს მატარებელი ადამიანები საუკეთესო მეგობრები