ალბათ, გსმენიათ ცნობილი ტექნიკის შესახებ „36 შეკითხვა შეყვარებულებისთვის“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთისთვის ძალიან პირადი კითხვების დასმით, თქვენ უკეთ იცნობთ თქვენს პარტნიორს და ის უკეთ გაგიცნობთ თქვენ. მაგრამ არსებობს გზა თქვენი ურთიერთობის მომავლის უფრო ზუსტად განსაზღვრისთვის.
ფრანგი ფსიქოლოგი მარია ჯეიმსონი 15 წელია წყვილებს კონსულტაციას უწევს. მათი საუბრების საფუძველზე მან აღმოაჩინა, რომ ერთმანეთის მსგავსი ხასიათის ადამიანები უფრო კარგად უგებენ, ვიდრე ძალიან განსხვავებული პარტნიორები.
მის დაკვირვებებზე დაყრდნობით, დოქტორმა ჯეიმსონმა დაწერა სამეცნიერო ნაშრომი, სადაც გამოავლინა სამი ძირითადი კითხვა, რომლებიც შეყვარებულებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს ერთად ცხოვრების დაწყებამდე.
1. ისურვებდით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას მანქანით?
ეს კითხვა ყველაზე კარგად ავლენს თქვენს ხასიათს. თუ ოცნებობთ მოგზაურობაზე, დიდი ალბათობით, გამოირჩევით ინტროვერტობით. კომუნიკაციის მოყვარული ადამიანები ასეთ მოგზაურობაზე არასდროს იოცნებებენ, რადგან მათ მდიდრული სასტუმროები, ხალხმრავალი აეროპორტები და გადატვირთული ქუჩები უყვართ.
2. მოგწონთ საშინელებათა ფილმები?
ამ კითხვაზე პასუხი ცხადყოფს, აქვს თუ არა თქვენს პარტნიორს ცხოვრებაში საკმარისი ადრენალინი. ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან შფოთვის, თავგადასავლებისა და სარისკო სპორტისკენ, არ უყვართ საშინელებათა ფილმები. ასე რომ, თუ ის ხმას აძლევს სხვა ნებისმიერი ჟანრის ფილმს და თქვენ საშინელებათა ფილმები მოგწონთ, თქვენს პარტნიორთან ძალიან ბევრი გაქვთ სალაპარაკო.
3. რომელს ანიჭებთ უპირატესობას - ქალაქში თუ სოფელში ცხოვრებას?
აქ ყველაფერი აშკარაა - ეს არის უმარტივესი თავსებადობის ტესტი. ადამიანი, რომელიც ოცნებობს წყნარ აგარაკზე, ვერასოდეს გაუგებს იმას, ვინც მომავალს მხოლოდ ხმაურიანი ქალაქის ცენტრში ხედავს. იცნობთ ადამიანებს, რომლებიც შაბათ-კვირასაც კი ათასგვარ საქმეს პოულობენ და სახლში მხოლოდ ღამის გასათევად ბრუნდებიან? ასეთი ადამიანები საცხოვრებლად სოფელში არასდროს გამოგყვებიან და არც დასვენების დღეების სიმშვიდეში გატარებას გაცდიან.

50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
როგორ ვუპასუხოთ ყოფილის მესიჯებს
"დედამთილი შვილის გაზრდასაც არ მანებებს"