მსახიობი და ტელწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობის დროს გაიცნო. გიორგი ახმეტელის თეატრის მსახიობია. რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობენ.
გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. გიორგი და სალომე 2015 წელს შეუღლდნენ.
ცოტა ხნის წინ გიორგიმ ოჯახთან გადაღებული ფოტო „ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. წყვილი ქორწინების 6 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„ამასობაში 6 წელი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან” - წერს გიორგი.