პენელოპა კრუზი დაუჯერებელ ფორმაშია - მსახიობი CHANEL-ის საღამოზე საუცხოო იმიჯით გამოჩნდა - Marao

პენელოპა კრუზი დაუჯერებელ ფორმაშია - მსახიობი CHANEL-ის საღამოზე საუცხოო იმიჯით გამოჩნდა

2022-06-15 13:03:34+04:00


„შანელის“ კინოფესტივალის გალა-ვახშამი ნიუ-იორკში გუშინ საღამოს გაიმართა. ღონისძიების სტუმრები იყვნენ ბრენდის ახლო მეგობრები, რომელთა შორის მკაფიოდ გამოირჩეოდა მსახიობი პენელოპა კრუზი.

პენელოპამ არჩევანი მოვარდისფრო აბრეშუმზე შეაჩერა, რომელსაც ელეგანტური ნაქარგები და „შანელის“ ჩანთა ამშვენებდა.

ცნობილი ფაქტია, რომ პენელოპას უყვარს მინიმალიზმი და ფაქტია, მსახიობი არჩევანში თითქმის არასდროს ცდება, რადგან მისი ჩაცმულობა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

„როცა შვილის თვალებს პირველად ხედავ, იმ მომენტში მთელი შენი ცხოვრება იცვლება" - პენელოპა კრუზი დედობის შესახებ საუბრობს

პენელოპა კრუზის საოცარი წითელი კაბა - მსახიობმა წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა