ჯასტინ და ჰეილი ბიბერებისთვის 2022 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ოთხშაბათს ჰეილი ერთ-ერთ გადაცემას ესტუმრა, სადაც თავისი ახალი სილამაზის პროდუქტების ბრენდის შესახებ ისაუბრა და ჯანმრთელობის პრობლემებსაც შეეხო.
მარტში ჯასტინს რემსი ჰანტის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მომღერლის ნახევარი სახე დღემდე პარალიზებულია და ბიბერს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დაგეგმილი კონცერტების გაუქმება მოუწია.
რაც შეეხება 25 წლის მოდელს, ჰეილიმ აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა გასულ თვეში თავის არეში არსებული სისხლჩაქცევის გამო საავადმყოფოში მოხვდა.
„TIA-ს დაავადება მქონდა, რაც პატარა შეტევას გულისხმობს. გულში ცარიელი ხვრელი მაქვს, რომელიც ასაკთან ერთად უნდა დახურულიყო, მაგრამ არ დახურულა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, საბოლოოდ კი ამ პრობლემამ ჩემს ტვინამდე მიაღწია. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საუბრის უნარი დავკარგე; ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რაღაცას ვამბობდი, ენა აღარ მემორჩილებოდა. ასეთი საშინელება არასდროს გამომიცდია.
საბედნიეროდ, ჯასტინთან ერთად ვიყავი და მან სასწრაფო რეაგირება მოახდინა.
რაც შეეხება ჯასტინს, ის თავს უკეთ გრძნობს და მისი ჯანმრთელობა ყოველდღე უმჯობესდება“, - აღნიშნა მოდელმა.

„ჰეილიმ ცრემლები ვერ შეიკავა“ - რა მოხდა ჯასტინ ბიბერსა და მის ცოლს შორის Met Gala-ს საღამოზე
"არავინ მყავდა, ვინც ჩემზე იზრუნებდა... ერთმანეთის ნდობა ახლაც გვაკლია" - ჯასტინ ბიბერი ჰეილისთან ქორწინების პრობლემებზე საუბრობს
როგორ ებრძვის ჰეილი ბიბერი აკნეს - მოდელი გამომწერებს გამოცდილებას უზიარებს