ეს 7 სასმელი დაგეხმარებათ არა მხოლოდ შფოთვისგან განთავისუფლებაში, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ცდილობთ ცარიელ კუჭზე დაძინებას, არამედ წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ.
კურკუმას ლატე
ეს ყავის კარგი ალტერნატივაა, კურკუმას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ასევე ის კანის მკვებავია. კურკუმას შემცველი სასმელის დალევის შემდეგ, ინსულინის მგრძნობელობა მოქმედებს ისე, რომ ორგანიზმში ნაკლები ცხიმი რჩება.
თბილ რძეს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი, შეგიძლიათ დარიჩინის დამატებაც, დალიეთ დილით და ძილის წინ.
კეფირი
პრობიოტიკებით მდიდარი ფერმენტირებული რძის სასმელი მოქმედებს ნაწლავებზე და ზრდის სასარგებლო ბაქტერიების დონეს, რაც ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების მონელებას და შეწოვას. იოგურტის მსგავსი სასმელი ასევე ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას და თქვენი ვარჯიშის ეფექტურობის გაზრდას.
კაკაო
მდიდარია ტანინებით, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავებში ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელებელ სისტემას.
რძე
რძე სავსეა კალციუმით და ტრიპტოფანით, რის გამოც მისი დალევა ღამით უფრო უკეთესია. თუ თქვენს ნაწლავებს ან კანს არ მოსწონს ძროხის რძე და ალერგიულია მის მიმართ, სცადეთ კალციუმით მდიდარი მცენარეული ვარიანტი.
სოიოს პროტეინის კოქტეილი
შეიძლება იფიქროთ, რომ პროტეინის კოქტეილი მხოლოდ სპორტდარბაზში ვარჯიშისთვისაა, მაგრამ სინამდვილეში, სოიოს რძე ან ცილოვანი კოქტეილი რძის მსგავსად მდიდარია ამინომჟავა ტრიპტოფანით.
ლავანდის ჩაი
აღმოჩნდა, რომ ლავანდის ყვავილის ექსტრაქტები ზრდის ნელი და ღრმა ძილის ხანგრძლივობას, რაც ორგანიზმს ეფექტურად აღდგენის საშუალებას აძლევს. შეგიძლიათ შეიძინოთ საღამოსთვის განკუთვნილი მზა ჩაი ან ლავანდის ყვავილები და თქვენით მოადუღოთ. ცხელ წყალში 6-10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ ძილის წინ.
გვირილის ჩაი
ეს არის კლასიკური საღამოს სასმელი კოფეინის გარეშე. ის მოგანიჭებთ სიმშვიდის განცდას. ამასთან, ერთი ჭიქა თბილი გვირილის ჩაი გაზრდის გლიცინის დონეს ორგანიზმში.
„სასწაულმოქმედი სასმელი“ - დიეტა, რომელიც ჭარბ წონას სამუდამოდ დაგავიწყებთ
წონის კლების ინოვაციური მეთოდი - ყველაფერი, რაც ჩიას თესლის შესახებ უნდა იცოდეთ
ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ