ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ექსპერტების კვლევაში, რომლის შედეგებიც არაერთ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, დეტალურად არის მოყოლილი ყველა იმ წესის შესახებ, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ.
მეცნიერებმა გააანალიზეს 73000 ქალზე ჩატარებული კვლევების ბოლო 34 წლის მონაცემები და 38000 მამაკაცზე ჩატარებული კვლევების ბოლო 34 წლის მონაცემები. მათ დაადგინეს რომელი ჩვევები სჭირდებათ ადამიანებს აუცილებლად, ნორმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ჯანსაღი წონა
ჭარბწონიანობა იწვევს უამრავ ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას, რომელთა მკურნალობაც მომავალში საკმაოდ გაგიჭირდებათ.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა
ალბათ თქვენც გსმენიათ ამ წესის შესახებ. ჰარვარდის ექსპერტების აზრით, სიცოცხლის წლების გასახანგრძლივებლად დღეში 30 წუთის განმავლობაში მაინც უნდა ივარჯიშოთ.
ჯანსაღი კვება
თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი აუცილებლად უნდა გაამდიდროთ ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულისა და თხილის შემცველი საკვებით. ეცადეთ მოერიდოთ შაქარს, წითელ ხორცს, ცხიმებსა და ალკოჰოლს.
ალკოჰოლი
ქალებისთვის საშუალოდ 1 ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევაა ნორმა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ერთ დღეს ალკოჰოლს არ დალევთ, მეორე დღეს ორი ჭიქის დალევა შეგიძლიათ.
ყველა ამ წესის დაცვა, მეცნიერთა აზრით, შედარებით დიდხანს და უფრო ჯანმრთელად იცხოვრებთ.
