ადრეული ქორწინება საქართველოში საბედნიეროდ ბოლო წლებია აღარ არის მოდაში, თუმცა წლების წინ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ამ თემაზე ასეთი გამოთქმაც არსებობს, „ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდა...“
მართალია ჩვენი გმირებიდან ყველას არასრულწლოვან ასაკში არ შეუქმნია ოჯახი, მაგრამ ისინი ცნობილი ქართველი ქალები არიან და ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გახდნენ ბებიები...
მაკა ასათიანი:
ცნობილი დიზაინერი და ლამაზი ქართველი ქალი 45 წლის ასაკში გახდა ბებია, როდესაც უფროს ვაჟს კახი ჟორდანიას ქალიშვილი ლეა შეეძინა. წყვილი ესპანეთში ცხოვრობს, მაგრამ ნანიკო კლდიაშვილი შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს საქართველოში. ახლახანს მაკა ასათიანი ახლობლის ქორწილში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ულამაზეს შვილიშვილთან ერთად იპოზიორა...
ნინო თოლორდავა
ერთი წლის წინ ცნობილ ტელეწამყვანის ერთადერთ ვაჟს ამიკო ხაზალიას ქალიშვილი ნოა შეეძინა. ესპანელ ნურია ლორდზე ამიკომ ორი წლის წინ იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი თბილისში გაიცნო. მოგვიანებით, ჟურნალისტი მედიასთან ამბობდა, რომ ნოამ მათ ოჯახში უდიდესი სიხარული შემოიტანა...
წაიკითხეთ სრულად