მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბიზნესმენ დათო კოდუასთან გადაღებულ ახალ ვიდეოს საკუთარ "ინსტაგრამზე" აქვეყნებს. ალექსანდრას ბიზნესმენისგან შვილი გასულ წელს შეეძინა, შვილს კი ვიქტორია დაარქვა.
ალექსანდრა საყვარელი ადამიანის ვინაობას დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, მან გულშემატკივრებს მისი და კოდუას ურთიერთობის შესახებ გაუმხილა და ხალხისგან კრიტიკის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა.
ამჯერად კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სახალისო კადრებს მისი გულშემატკივრები დადებითად აფასებენ: "მე და ჩემი სიკეთის თავმჯდომარე, სიკარგის და სულგრძელობის მაგალითი! დათუჩა" - წერს ალექსანდრა ვიდეოზე.