ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე ყველას სურს, თუმცა ხშირად ეს ძალიან რთული პროცესია. მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელ გზებზე და შედეგებსაც გვიზიარებენ.
აი, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ შედარებით დიდხანს იცოცხლოთ:
1. კალორიების შეზღუდვა: კვლევებმა აჩვენეს რომ კალორიების შეზღუდვა დაკავშირებულია ღვიძლში, ტვინში და კუნთებში აუტოფაგიის რეგულაციასთან, რაც იწვევს უფრო ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს.
2. ვიტამინების მიღება: ამ ვიტამინებით ორგანიზმის შევსება შესაძლებელია მცენარეული საკვების ფართო სპექტრისგან. მცენარეული საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და საუკეთესო საშუალებაა სხეულში სტრესის შესამცირებლად. ასე რომ, თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთ, მიირთვით კოწახური, ბროკოლი, ჯანჯაფილი, კურკუმა და მწვანე ჩაი.
3. ვარჯიში და სუფთა ჰაერი: რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების წვას, ზრდის სისხლის ნაკადის მოქმედებას და იწყებს დეგრადირებული უჯრედების აღდგენას.
4. ძილი: ნორმალური ძილის რეჟიმი აუცილებელია ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. ეცადეთ, რომ ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და დილით ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოთ.
5. დაიცავით გენური უჯრედები გამოსხივებისგან: ყველა შესაძლო გზით ეცადეთ რომ მოერიდოთ გამოსხივებას, ქიმიკატებს, დაბინძურებულ ჰაერსა და ტოქსინების ზემოქმედებას.
6. მიიღეთ ცივი შხაპი: AMPK აქტიურდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკვები ნივთიერებებისგან იცლება. იმისთვის, რომ სხეულმა განაგრძოს ნორმალურად ფუნქციონირება, აუცილებელია ცივი შხაპი და ცურვა.
7. ბუნებასთან ურთიერთობა: ჰაერზე სეირნობა და მცენარეების ზემოქმედება ამცირებს კიბოს რისკს და სხვადასხვა ანთებით დაავადებებს.
8. კვების რაციონი: მოერიდეთ შაქარს, ზეთებს და დიდი რაოდენობით ცხიმს.
9. მიირთვით ხილი: ხილსა და ბოსტნეულში არსებული ბუნებრივი ვიტამინები სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის.

მარტივი, მაგრამ მნიშვნლოვანი წესები, რომელთა დაცვაც თქვენს სიცოცხლეს 10 წლით გაახანგრძლივებს
მათ, ვისაც უძილობის პრობლემა აწუხებთ, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხონ
როგორ ვუშველოთ ზედმეტ ოფლიანობას - ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა და მისი მკურნალობის გზები