მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს გაიცნო, როცა სამოდელო კარიერას იწყებდა და ძალები ამ სფეროში პირველად მოსინჯა. მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და თაკო ჩხეიძე მალე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
თაკოს დიდი ოჯახი აქვს. მისი მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა. წყვილი კამერების წინ ერთად იშვიათად ჩნდება, თუმცა შვილებთან, სანდროსთან, სერგისა და დათუნასთან ერთად დროს ხშირად ატარებენ და ბევრსაც მოგზაურობენ.
ცოტა ხნის წინ თაკომ სერგისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და შვილს დაბადების დღე მიულოცა.
„ბედნიერი 22 წელი, სერგი... ყველა ოცნება აგისრულდეს, ბედნიერი იყავი მუდამ“ - წერს ის.
სერგი სწავლობდა შვეიცარიაში, ესტონეთში. საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.
სერგი მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლის, რომელიც ევროპის მასშტაბით 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. პროფესიულ მიმართულებად მან ბიზნესის სფერო აირჩია.



"23 წელი ერთად... მიყვარხარ, რადგან მაბედნიერებ" - თაკო ჩხეიძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავს
საოცარი მსგავსება, ქართველი სელებრითები და მათი შვილები