ზაფხულის დადგომასთან ერთად საზაფხულო რომანების სერია განსაკუთრებით აქტუალური გახდა. სიყვარულზე ლამაზი და მაგიური გრძნობა არ არსებობს და თუ ფიქრობთ, რომ უკვე შეყვარებული ხართ, იუპიტერი ბევრ შანსს მოგცემთ ახალი ურთიერთობის დასაწყებად. მაგრამ თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, კალენდარზე 20 აგვისტო მოინიშნეთ, რადგან ეს ის დღეა, როდესაც მთელი სამყარო შეეცდება თქვენთვის შესაფერისი პარტნიორის მოძებნას.
თუმცაღა, ყველამ იცის, რომ სიყვარული რამდენადაც სასიამოვნო გრძნობაა, იმდენადვე მტკივნეულია. პლანეტები გვირჩევენ, რომ 28 ივლისს ძალიან ფრთხილად ვიყოთ ჩვენს ემოციებთან და აფექტური შეცდომები არ დავუშვათ.
გთავაზობთ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომელთაც ზაფხულში უამრავი სასიყვარულო თავგადასავალი ელით:
ვერძი
ამ ზაფხულს ყურადღების ცენტრში ვერძი მოხვდება. იუპიტერი მოგზაურობას სწორედ ვერძის თანავარსკვლავედიდან დაიწყებს და ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თავდაჯერებულობის განუსაზღვრელ რაოდენობას მოუტანს. ზაფხულში გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ნამდვილად გიმსახურებენ.
ლომი
22 ივლისიდან 22 აგვისტომდე პლანეტები ყოველმხრივ თქვენ მხარეს არიან. იუპიტერი ამ დროს მეცხრე სახლში იქნება, თქვენ კი ბევრ ლამაზ რომანსა და ბედნიერებას მოგიტანთ. ვარსკვლავები ასევე დაგეხმარებიან იმის გააზრებაშიც, თუ როგორ სიყვარულს იმსახურებთ ცხოვრებაში.
სასწორი
ეს ზაფხული სიყვარულსა და სილამაზეს გპირდებათ. პლანეტები დაგარწმუნებენ, რომ გაიზარდოთ და თქვენი ცხოვრება პოზიტიური კუთხით შეცვალოთ. ვარსკვლავები დაგანახებენ, როგორ სიყვარულს იმსახურებთ, საბოლოოდ კი უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი დარჩებით.
მშვილდოსანი
თქვენ თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ხართ. ასე რომ, ამ ზაფხულს თქვენთვის იდეალური ატმოსფერო იქნება. თუ ახალ ურთიერთობას ეძებთ, არ ინერვიულოთ, ამ ზაფხულს ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
ვინ არის საუკეთესო? - ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ცოლების სია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვინ გამდიდრდება და ვის ელის წარმატება - 2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რჩევები, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანმა ამ ზაფხულს უნდა გაითვალისწინოს