„ის ყველაფერს აკეთებს ბავშვებისთვის, ხალხისთვის, მომავლისთვის“ - დიანა ღურწკაია პუტინზე - Marao

„ის ყველაფერს აკეთებს ბავშვებისთვის, ხალხისთვის, მომავლისთვის“ - დიანა ღურწკაია პუტინზე

2022-06-21 10:54:20+04:00


პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაიაც ესწრებოდა. მან თავად მიიღო მონაწილეობა ფორუმში და მოგვიანებით მედიას კომენტარიც მისცა:

„ფორუმით აღფრთოვანებული ვარ, ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი აქ. გახლდით დისკუსიის მოდერატორიც. მწამს და მჯერა, რომ სახელმწიფო, ჩვენი მეთაურის ხელმძღვანელობით, აკეთებს ყველაფერს ბავშვებისთვის, ხალხისთვის, მომავლისთვის“ – ამბობს ღურწკაია.

ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა.