მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ, გასული წლის აგვისტოში, ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად წერს დედობასა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გამომწერებს სასარგებლო რჩევებს აძლევს და მათ მოსაზრებებსაც იზიარებს. ამჯერად კი მოდელი პატარა აივი-ნიკოლის შესახებ წერს:
„პატარა სილამაზე, სიკეთე და დედამიწა 10 თვის გახდა... სიყვარულს რამდენნაირი ელფერი ჰქონია, როგორ შეიძლება აქამდე ასეთი ნაცნობი გრძნობა ასე სხვანაირი სიძლიერით შემაგრძნობინო, პეპუნა, მიყვარხარ“.

„დღეს 6 თვის გავხდით, ყოველი დღე ერთმანეთზე განსხვავებული და ბედნიერია, ყოველდღე სხვადასხვანაირი ხდება ეს ლამაზი ადამიანი, აივი მართლაც ღვთის საჩუქარია“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი
„დილას ნახევარი ლიტრი წყლით ვიწყებდი, ბევრს დავდიოდი“ – რა ხერხს მიმართა ნანუკა გოგიჩაიშვილმა ორსულობის დროს სტირების პრევენციისთვის
"რამხელა პატივია შეხვდე ასეთი ნათელი სულის ადამიანს" - ნინი გოგიჩაიშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრინცესას შეხვდა