მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბიზნესმენ დათო კოდუასთან გადაღებულ ახალ ფოტოებს საკუთარ "ინსტაგრამზე" აქვეყნებს. ალექსანდრას ბიზნესმენისგან შვილი გასულ წელს შეეძინა, შვილს კი ვიქტორია დაარქვა.
ალექსანდრა საყვარელი ადამიანის ვინაობას დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, მან გულშემატკივრებს მისი და კოდუას ურთიერთობის შესახებ გაუმხილა და ხალხისგან კრიტიკის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა.
„დათოზე რომ ვფიქრობ, უამრავი კარგი და სასიამოვნო ემოცია, ფიქრი, ფანტაზია მერთვება, გავცურდები ხოლმე სიყვარულის და შემოქმედების ტალღებში…. თუმცა, ახლა არ მოგაწყენთ ამით თავს. უბრალოდ მინდა, მთელმა დედამიწამ იცოდეს, როგორი კარგი ადამიანია, მაგრამ ისიც ჩემი მოგონილია მგონი, რომ არასაჭიროა ყველამ იცოდეს რამე ვინმეზე, ზოგადად… მოკლედ, გკოცნით ყველა კარგ ადამიანს, იყავით შეუდრეკელი და ჯიუტად მისდიეთ ოცნებებს!“ - წერს ალექსანდრა.
"მე და ჩემი სიკეთის თავმჯდომარე, სიკარგის და სულგრძელობის მაგალითი! დათუჩა" - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს
"ქალიშვილებს გასაჭირის დროს გვერდში ოჯახის წევრები არ უდგანან, "გათხოვილებს" მითუმეტეს.. თითქოს ზედმეტები არიან მათთვის" - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე?
"თითქმის 3 წელი ერთად... თავისი ქცევით, ადამიანობით, მოწიწებით, მხოლოდ გაღმერთებას იმსახურებს ჩემგან..." - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობის შესახებ წერს