გასული წელი პრინცი ალბერტის მეუღლისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. პრინცესა შარლინი სამხრეთ აფრიკაში ყურის მძიმე ინფექციით დაავადდა და რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ხანგრძლივ დეპრესიაში იმყოფებოდა მისი ქმრის საქციელის გამო, რომელსაც უკვე წლებია საჯარო ურთიერთობა აქვს სხვა ქალთან. ბოლოს კი პრინცესა კოვიდით დაავადდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტახნის წინ შარლინი მონტე კარლოს სატელევიზიო ფესტივალზე გამოჩნდა.

„ყველაზე სევდიანი პრინცესა მსოფლიოში“, - ეს არის სახელი, რომელიც შარლინს მონტე კარლოს მოსახლეობამ შეარქვა. შარლინს უკვე წლებია ბრიტანეთის ყოფილ პრინცესას, ლედი დაიანასაც კი ადარებენ და მის მსგავს ბედს უწინასწარმეტყველებენ.
საჯარო გამოჩენისთვის შარლინმა თავისუფალი, აბრეშუმის კაბა აირჩია, რომელშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მართალია, ის ხალხს გულთბილად მიესალმა, მაგრამ ტაბლოიდები პრინცესას სახეზე არსებულ სევდაზე უკვე რამდენიმე დღეა წერენ.

ნახევარწლიანი განშორების შემდეგ „უბედური პრინცესა“ მონაკოში დაბრუნდა... თუმცა მისმა ახალმა ფოტომ ეჭვები გააჩინა უფრო სერიოზულ დაავადებაზე
როგორ გამოიყურებიან საცურაო კოსტიუმებში პრინცესები და პირველი ლედები (ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან მელანია ტრამპს)
მონაკოს პრინცმა, ალბერ მეორემ, დეპრესიულ ცოლს მომხიბვლელი ევა ლონგორია არჩია