ვანდა ნარას მორიგი ფურორი - ფეხბურთის ვარსკვლავის მეუღლე გამომწერებს კვლავ აოცებს - Marao

ვანდა ნარას მორიგი ფურორი - ფეხბურთის ვარსკვლავის მეუღლე გამომწერებს კვლავ აოცებს

2022-06-21 15:03:07+04:00


მსოფლიოს სპორტული მედია ბოლო დროს ხშირად წერს არგენტინელი ტელეწამყვანისა და მოდელის, ვანდა ნარას შესახებ, რომელიც ხშირად ეხვევა სკანდალებში. მისი სასიყვარულო სამკუთხედი და ხმაურიანი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.

ვანდა ნარა 1986 წლის 10 დეკემბერს არგენტინაში დაიბადა. ის მოდელობასა და ტელეწამყვანობასთან ერთად, სპორტული აგენტის ფუნქციასაც ითავსებს. ის პსჟ-ის ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლეა და ამჟამად სწორედ მისი აგენტის მოვალეობას ასრულებს.

ნარამ და იკარდიმ 2014 წელს იქორწინეს. იქამდე, 2008-13 წლებში, ვანდა კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი ლოპესის მეუღლე იყო.

ნარას 5 შვილი ჰყავს - 3 ვაჟი მაქსი ლოპესთან და 2 ქალიშვილი იკარდისთან. პირველი შვილი გასტონ ლოპეს ნარა 16 წლისაა, მეორე ვაჟი კონსტანტინო ლოპესი - 14 წლის, მესამე ბენედიქტი კი 13 წლისაა. გოგონები, ფრანჩესკა და იზაბელა კი, 10 და 8 წლის არიან.

ქორწინებებს მიღმა ვანდა ნარას ცხოვრებაში არაერთი რომანი ყოფილა, რომელთა შესახებაც საფეხბურთო სამყაროში ბევრს საუბრობენ, თუმცა წყვილი ამ დროისთვის კვლავ ერთადაა. ვანდა კი სოციალურ ქსელში აქტიურობას განაგრძობს. ამჯერად მან გამომწერების გაოცება მალდივებზე გადაღებული ვიდეოთი მოახერხა...გაგრძელება