რეალითი-შოუს მილიარდერი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი აცხადებს, რომ 4 შვილის მოვლით ძალიან დაიღალა. კიმს შვილები ყოფილი ქმრისგან, ქანიე უესტისგან ჰყავს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაშორდა და შვილების მოვლის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
მართალია, სოციალურ ქსელებში კარდაშიანს ძიძების არმიის გამო ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ კარდაშიანების გულშემატკივრები წერენ, რომ დებს ყოველთვის საკუთარ ხელში აქვთ აღებული შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, კიმს და მის უმცროს დას, კაილი ჯენერს, რომელიც ასევე მილიარდერია და საკუთარი ბიზნესის მართვით არის დაკავებული.
“ოთხი შვილის მოვლა ძალიან დამღლელი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს, ძალიან ვიღლები. ზოგჯერ დასასვენებლად ოცი წუთიც კი არ მრჩება, როდესაც სახლში ვარ” – განაცხადა კიმმა უცხოურ გამოცემასთან საუბრისას.
