რა არის ატოპიური დერმატიტი და რომელ ასაკში ვლინდება ყველაზე მწვავედ - Marao

რა არის ატოპიური დერმატიტი და რომელ ასაკში ვლინდება ყველაზე მწვავედ

2022-06-30 11:56:05+04:00


ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ვითარდება ადრეულ ასაკში და ხასიათდება გამწვავებებით.

ატოპიური დერმატიტი პრაქტიკულად არ იწვევს სიკვდილობას, მაგრამ აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ასეთ პაციენტებში ხშირია კანის სიმშრალე.

ამასთან, საყურადღებოა, რომ ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვთა დაახლოებით 30-50%-ს უვითარდება ასთმა, ხოლო 35-70%-ს კი - ალერგიული რინიტი.